23/10/13 მინისტრი საქართველოს ნაკრებს შეხვდა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დღეს შეხვედრა ჰქონდა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან.

ნაკრები შაბათ დილით მიფრინავს უკრაინაში, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, იქიდან კი გაემგზავრება პანევეჟისში, სადაც 30 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩია ლიტვის ნაკრებთან.

ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე თამაზ თევზაძე გაეცნენ ნაკრების ახალ მწვრთნელს, სერბ ჯორჯე რასიჩს, მოთამაშეებს და   წარმატება უსურვეს შესარჩევ ტურნირში.

ნაკრები უკვე ერთი კვირაა, თბილისში ემზადება. გუნდი 14-კაციანი შემადგენლობა უკვე ცნობილია. ორი მოთამაშე, სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია ნაკრებს უკრაინაში შეუერთდება.

3 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს საშინაო მატჩი აქვს ფინეთთან. შესარჩევი ჯგუფიდან (საქართველო, ლიტვა, ფინეთი, თურქეთი) პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული.

 

საქართველოს ნაკრები ლიტვაში


N—————————პ———კლუბი————დ—ს—-წ

22 შოთა თევზაძე———მ——-ბაკაუ (რუმ) —–1981-201-105

16 გიგა ტორონჯაძე——მ————-სტუ———1989-188-85

5 გიორგი გვაზავა——–ხ,შ————სტუ———1978-198-88

10 ვლადიმერ რუსია——შ——-ბაკაუ (რუმ)—–1984-202-100

9 სერგო დათუკაშვილი—შ—–ას სადი (ლიბ)—-1978-198-105

14 ირაკლი ჩიქოვანი—–გ,შ—ტიმიშოარა (რუმ)—1982-197-93

28 ლევან ბერძენიშვილი–შ,ხ———-სტუ———1986-192-95

77 აკაკი ტალახაძე———-გ———-უგუნდო—–1983-191-86

24 რატი მსხვილიძე——-შ,ხ————სტუ——–1986-208-119

7 უჩა გამზარდია———–გ———–ბათუმი——-1990-72-70

23 რევაზ ჭანტურია——–კ—-სტრუმიცა (მკდ)—-1982-177-79

31 ილია გოგალაძე———კ———–სტუ————1986-190-84

15 ოთარ ამირანაშვილი—კ———–სტუ————1987-195-90

8 ზურაბ აბრამიშვილი—-კ————სტუ———–1994-193-88

 

მეკ (მეკარე), გ (გამთამაშებელი), შ (შუამარბი), ხ (ხაზის მოთამაშე), კ (კუთხის მოთამაშე)

 

მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე

ექიმი ლევან ლინიკი

ოფიციალური პირები ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი

 

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

 

30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო, ფინეთი – თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო

 

 

მეტი სურათისთვის იხილე ჩვენი ფეისბუკი

https://www.facebook.com/GEONHF

 

Leave a Reply