21/03/14 ნაკრები ოვიედოსთვის ემზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც 4-6 აპრილს ოვიედოში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს ესპანეთის, ნორვეგიისა და მონტენეგროს წინააღმდეგ, ინტენსიურად ემზადება. ფინალურ ეტაპზე ამ ოთხეულიდან 2 გუნდი გავა,

ხვალიდან გუნდი ათდღიან შეკრებაზე გადადის და უკვე სამჯერადი ვარჯიშები ექნება მძლეოსნობის ფედერაციის მანეჟსა და სპორტკომპლექს არენაში.

წვრთნას უძღვებიან ჯორჯე რაშიჩი, ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი და მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, რომელთა განკარგულებაში ჯერჯერობით 20 ხელბურთელია.

ფოტო: ჯორჯე რაშიჩი

საქართველოს 20წ ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), არჩილ სამიტაშვილი (1994, თელავი), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (1996, სტუ)

უკანა სამეული: ზურაბ სიმონია (1994, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი), გიორგი ახალაძე (1995, ქუთაისი), ირაკლი ჩაფიძე (1994, სტუ)

გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომიკო ალანია (1995, იმედი), იოსებ სამიტაშვილი (1994, თელავი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი), ვლადიმერ ბაძაღუა (1996, პეგასი)

ხაზი: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), , ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი, ამირან კომახიძე

Leave a Reply