20/10/15 სტუ და ბათუმი 2-2 მოგებით არიან
გლდანის ხელბურთის აკადემიაში გრძელდება საქართველოს თასის ჯგუფური ეტაპი. მეორე დღეს მეორე მატჩები მოიგეს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა და ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა.
საქართველოს ჩემპიონმა, სტუ-მ წლეულს რამდენიმე მოთამაშე დაკარგა – ვეტერანი გვაზავა მთლიანად სამწვრთნელო საქმეზე გადაერთო, გოგოლაძე სამტრედიაში გადავიდა. მიუხედავად ამისა, სტუ ისევ იგებს. თბილისის იმედმა, რომელმაც წლეულს დაიბრუნა რამდენიმე ძლიერი მოთამაშე (გ. იობაშვილი, ბეჟანიშვილი), ჩემპიონს წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 23-38.
ბათუმის გუნდს ალბათ ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა და სათადარიგოთა გრძელი სკამი აქვს. მათ იოლად მოუგეს ფოთის ოქროს ვერძს, სადაც დაბრუნდა საქართველოს ნაკრების მოთმაშე, გამზარდია – 42-34.
სოლიდურად გამოიყურება საქართველოს ჩემპონატის ბრინჯაოს პრიზიორი ქუთაისი, რომელსაც ძირითად შვიდეულში ოლიმპიური ნაკრების სამი ხელბურთელი ჰყავს (კბილაშვილი, რუსტამოვი, მერკვილაძე). ქუთაისელებს პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია გორის გუნდმა, სადაც მხოლოდ ადგილობრივი სკოლის აღზრდილები თამაშობენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქუთაისმა მოიგო – 39-27.
შარშანდელმა ფინალისტმა თბილისის პეგასმა დაამარცხა წყალტუბო 49-22. თასის მფლობელი სამტრედია და ქარიშხალა სამშაბათს ისვენებდნენ.
ოთხშაბათს მესამე ტურია, პარასკევს ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან, შაბათს ნახევარფინალებია დანიშნული.
საქართველოს თასი 2015. 19-25 ოქტომბერი
ჯგუფური ტურნირი – გლდანი, ცერცვაძის აკადემია
20 ოქტომბერი
A ჯგუფი: სტუ, ქუთაისი, ქარიშხალა, გორი, იმედი
გორი – ქუთაისი 27-39
გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 13, ტიელიძე 5, ტარუაშვილი 4, ნიაზაშვილი 2, დალაქიშვილი 2, ზუბიაშვილი 1, მამაცაშვილი, ახალბედაშვილი, მურადაშვილი, იაშვილი, ყანჩაველი
ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კბილაშვილი 14, რუსტამოვი 8, მათნაძე 6, გრიშიკაშვილი 4, მერკვილაძე 3, კვერნაძე 2, ჩიხლაძე, ჯუღელი, უ. კობახიძე
იმედი – სტუ 23-38
იმ: ლორია, ხარაიშვილი – დოლმაზაშვილი 5, ზ. იობაშვილი 5, გ. იობაშვილი 3, მიქავა 3, ყორიაული 3, ბეჟანიშვილი 2, გოგუა 1, გიგაური 1, ბაინაზიშვილი, ნარსია, ჩიკვილაძე, მელაშვილი,
სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – სტურუა 8, ჩაკვეტაძე 7, ორჯონიკიძე 7, აბდულაევი 6, სამიტაშვილი 3, არსენაშვილი 3, ჭელიძე 3, მ. კობახიძე 1, ოსიყმაშვილი, ბაზანოვი, ჯორბენაძე
სტუ 4 ქულა (2 თამაშიდან), ქუთაისი 2 (1), იმედი 2 (2), ქარიშხალა 0 (1), გორი 0 (2)
B ჯგუფი: ბათუმი, სამტრედია, წყალტუბო, ფოთი, პეგასი
ბათუმი – ფოთი 42-34
ბათ: დავითაძე, ანდრიაძე – გოგალაძე 10, გ. კობახიძე 7, უ. მაისურაძე 6, წივწივაძე 6, აბრამიშვილი 5, ქარდავა 4, სურმავა 2, ბერძენიშვილი 2, ვინოგრადსკი, ქავთარაძე, ვარშანიძე, ჭანტურია, ყაველაშვილი, დიასამიძე
ფოთ: ცერცვაძე, ზარგინავა – ბიბილეიშვილი 7, მიქაძე 6, გამზარდია 5, ჟვანია 5, ალანია 5, ნემსაია 4, ბაჯალაძე 2, დაგარგულია, გოგიშვილი, კორსანტია, კუჭავა
წყალტუბო – პეგასი 22-49
წყ: აფხაძე, კუპატაძე – ხელაძე 8, ნემსიწვერიძე 5, მამისეიშვილი 3, ბ. გიორგაძე 3, გველესიანი 2, დასაველიძე 1. ჩანქსელიანი, მეტონიძე
პეგ: ცინცაძე 1 – დიხამინჯია 15, ცხოვრებაძე 7, ზარნაძე 6, გოგავა 4, ცხვარაშვილი 3, ბაძაღუა 3, ლაპიაშვილი 3, ქათამაძე 2, მამაგეიშვილი 2, კაჭკაჭაშვილი 2, აბჟანდაძე 1, პეტრიაშვილი, კოხრეიძე
ბათუმი 4 (2), სამტრედია 2 (1), პეგასი 2 (2), ფოთი 0 (1), წყალტუბო 0 (2)
მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, ა. კომახიძე
21 ოქტომბერი
11:00 ქუთაისი-ქარიშხალა, 12:45 ფოთი-სამტრედია
14:30 იმედი – გორი, 16:15 პეგასი – ბათუმი