19/12/13 სტუ უდანაკარგოდ ლიდერობს
საქართველოს ჩემპიონი სტუ დაუმარცხებლად ლიდერობს პირველობას. დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა უახლოესი მდევარი, ბათუმი დაამარცხა – 42:36.
სტუ-ს მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ პერსონალურად ააყვანინა ბათუმის ლიდერი უჩა გამზარდია. ამან შედეგი გამოიღო – ჩემპიონატის მთავარმა ბომბარდირმა თამაში 3 გოლით დაასრულა. ამის მიუხედავად, ბათუმს შანსები ჰქონდა. პირველი ტაიმში, 6:0 გაქცევის შემდეგ ვიცე-ჩემპიონი 11:6 დაწინაურდა, მაგრამ სტუ-მ ამას მყისვე უპასუხა ზედიზედ გატანილი 6 გოლით – 12:11. ტაიმი 17:17 მორჩა.
მეორე ტაიმში სტუ უმალ დაწინაურდა – 21:17, მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის შუა მონაკვეთი, როცა ბათუმს სამჯერ ჰქონდა სხვაობის ერთ ბურთამდე შემცირების შანსი, მაგრამ ამ სამ ეპიზოდში სამი შვიდმეტრიანი მოიგერია თბილისელთ მეკარემ კორნელი ანდრიაძემ.
დღის ორი შეხვედრა ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა. თელავმა მოუგო ჭაბუკთა ნაკრებს (24:23) და ცხრილში ორი ადგილით ზემოთ აინაცვლა. პეგასმა დაამარცხა სამტრედია – 47:46, რითაც მესამე ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა.
საქართველოს ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდა. ტურნირი 2014 წელს განახლდება. ჩემპიონი 3 წრის, 21-21 მატჩის შემდეგ გამოვლინდება.
ეროვნული ჩემპიონატი
მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი
19 დეკემბერი
იმედი – ქუთაისი 39:29
იმედი: მღებრიშვილი – ალანია 9, ჩიკვილაძე 6, ბეჟანიშვილი 5, იობაშვილი 5, გიორგაძე 4, აბაშიძე 3, მძელური 2, თაბაგარი 2, ჩაკვეტაძე 1, კალანდაძე 1, ჯმუხაძე 1, გოთოშია
ქუთაისი: გულეიშვილი – მათნაძე 12, ახალაძე 7, ტარუაშვილი 3, ჯუღელი 2, მერკვილაძე 2, ძნელაძე 1, ლომიძე 1, ახალბედაშვილი 1
თელავი – ჭაბუკთა ნაკრები 24:23
თელავი: ა. სამიტაშვილი – კობახიძე 12, გ. სვიმონიშვილი 5, ანდრიაშვილი 4, ი. სამიტაშვილი 1, მღებრიშვილი 1, ჯ. ნიკურაძე 1, იაგორაშვილი, გიგაური, ცისკარიშვილი, ნ. სვიმონიშვილი დიდებაშვილი
ჭაბუკები: ვათიაშვილი, ხანდოლიშვილი – რუსტამოვი 7, კბილაშვილი 3, ჰუსეინოვი 3, არსენაშვილი 3, გაწერელია 3, დანელიშვილი 2, ბაინაზაშვილი 1, იობაშვილი 1, ბიბილეიშვილი, ნ. მაისურაძე, ფერაძე
პეგასი – სამტრედია 47:46
პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია – ოსიყმაშვილი 14, ცხვარაშვილი 11, დიხამინჯია 7, გელაშვილი 7, კოხრეიძე 4, აბჟანდაძე 2, ქუთათელაძე 1, ბაძაღუა 1, დემეტრაშვილი
სამტრედია: ხონელიძე, კიკნაძე – ხაჟომია 10, გაგლოშვილი 10, წითელიშვილი 9, თევზაძე 8, ხვიჩია 4, ჟვანია 2, ელგანდაშვილი 1, ზურაბიანი 1, ავალიანი 1, ცხვარაძე, ღაღანიძე, ბოცვაძე
სტუ – ბათუმი 42:36
სტუ: ანდრიაძე – ორჯონიკიძე 9, გრიშიკაშვილი 8, სიმონია 7, გოგალაძე 6, ამირანაშვილი 5, გვაზავა 4, სურმავა 3, ბერძენიშვილი, აბრამიშვილი
ბათუმი: სამყურაშვილი – წივწივაძე 9, ქარდავა 7, ხუნჯუა 6, ყაველაშვილი 5, უ. მაისურაძე 4, გამზარდია 3, ჯორბენაძე 1, ჭელიძე 1, ი. ნარსია
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————-11-11-0-0-383–254-22
ბათუმი———11–9-0-2-457–344-18
სამტრედია—–11–6-0-5-404–387-12
იმედი———–11–6-0-5-335–364-12
პეგასი———--11–4-2-5-357–380-10
თელავი———11–2-1-8-289–329–5
ქუთაისი——–11–2-1-8-311–411–5
ჭაბუკები——--11–1-2-8-305–372–4
ჩემპიონი გამოვლინდება სამწრიან ტურნირში
ბომბარდირები: უჩა გამზარდია (ბათუმი) 95, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) 84, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 84, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 84, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 72, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 72, გიორგი იობაშვილი (იმედი) 71, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 68
ზურაბ გენგიურის ფოტო: თემურ ორჯონიკიძე, სტუ (77)