18/05/15 ოდორჰეიმ პირველი მატჩი 4 ბურთით წააგო

ევროპული სახელბურთო ტურნირის, ჩელენჯ კაპის პირველი ფინალურ მატჩი შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა, ოდორჰეიმ, სტუმრად 28-32 წააგო პორტუგალიაში, ბრაგასთან. საპასუხო შეხვედრა 24 მაისს გაიმართება რუმინეთში.

ოთხბურთიანი წაგება საპასუხო მატჩის წინ ოდორჰეის კარგ შანსს უტოვებს. ბრაგაში თამაშს 2000 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა ტაიმი 18-14 მოიგეს. შეტევაში კარგად ითამაშეს ვლადიმერ რუსიამ და ანდრეი მიჰალჩამ (7-7 გოლი), მაგრამ რუმინელემს პრობლემები ჰქონდათ დაცვაში.

ამ შაბათ კვირას გაიმართა კიდევ ერთი ევროოტურნირის, EHF თასის ოთხთა ფინალი. ბერლინში, იქაურმა ფუხსემ ნახევარფინალში სლოვენიის გორენიე დაამარცხა – 27-24, ხოლო მეორე გერმანულმა კლუბმა, ჰამბურგმა – დანიის სკიერნი, 27-23. მესამე ადგილზე გორენიე გავიდა, ხოლო ფინალში ფუხსე ბერლინმა აჯობა ჰამბურგს – 30-27.

ოდორჰეის შინაური პირველობა უკვე დასრულებული აქვს, სეზონს ასრულებენ სხვა ქართველი ლეგიონერებიც. რუმინეთში, უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პლეიაუტში თამაშობს ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა. 5 გუნდიდან ლიგაში 2 საუკეთესო დარჩება და ტიმიშოარას ეს ამოცანა პრაქტიკულად გადაჭრილი აქვს – პირველ ადგილზეა და დასრულემაბდე 3 ტურით ადრე 9 ქულთ უსწრებს მესამეზე მყოფ ტარგუ ჟიუს.

სერბეთის ჩემპიონი გახდა სერგო დათუკაშვილის კლუბი, ვოივოდინა, რომელმაც ფინალურ ექვსეულში უკვე მოიგო რვავე თამაში და ყველასთვის მიუწვდომელია.

მაკედონიის თასის გათამაშებას გამოეთიშა რევაზ ჭანტურიას კლუბი, ზომიმაკ სტრუმიცა, ვინც ნახევარფინალში 25-46 წააგო ევროპულ გრანდ ვარდართან. ჩემპიონატში სტრუმიცა მესამე ადგილზეა 5 თამაშიდან 9 ქულით და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს, სკოპიეს მეტალურგს ერთი მოგებით ჩამორჩება.

დაბოლოს, თურქეთის სუპერლიგაში გადასვლის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ქართველების კიდევ ერთი კლუბისთვის. ლექსო წითელიშვილის, ზურაბ სიმონიასა და ირაკლი ხიდეშელის გუნდი, თუთუნსფორ აქჩაბათი ფინალურ ოთხეულში მესამე ადგილზე გავიდა და სუპერლიგის საგზურები გიოზთეფესა და ჩუკობირლიკის დაუთმო.

 

Leave a Reply