17/05/14 გერმანელების ჰეგემონია დასრულდა
ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ფინალში, კვირას, ითამაშებენ უნგრეთის პიკ სეგედი და საფრანგეთის მონპელიე.
ოთხთა ფინალი ბერლინში იმართება, მაგრამ სწორედ აქ დაესვა წერტილი გერმანული კლუბების ჰეგემონიას EHF თასზე, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული გერმანელების გამარჯვებით სრულდებოდა. უნგრულმა კლუბმა პიკ სეგედმა მაქს შმელინგის არენაზე, 7000 მაყურებლის თვალწინ, დაამარცხა ფუხსე ბერლინი 24:22. მეორე ნახევარფინალში მონპელიემ 36:32 მოუგო რუმინეთის კონსტანცას.
შაბათსვე უნდა გამართულიყო კიდევ ერთი ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის პირველი ფინალური მატჩი სერბეთის მეტალოპლასტიკას და შვედეთის სევეჰოფს შორის, მაგრამ სერბეთის ქალაქი შაბაცი კოკისპირული წვიმის შემდეგ დაიტბორა. თამაში გადაიდო და ვერც კვირას გაიმართება. თარიღი მოგვიანებით გამოცხადება.
EHF თასი. კაცები. ბერლინი
ნახევარფინალი, 17 მაისი
ფუხსე ბერლინი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ) 22:24
მონპელიე (საფ) – კონსტანცა (რუმ) 36:32
18 მაისი
15:00, მესამე ადგილისთვის. ფუხსე ბერლინი – კონსტანცა
17:30, ფინალი. მონპელიე – სეგედი
ფოტო: მონპელიე-კონსტანცა