17/04/14 სამტრედიამ ბათუმი დაამარცხა
სენაკში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ტური დასავლეთის ოთხეულს შორის. ბოლო დღეს ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა სამტრედიამ, რომელმაც მეორე ადგილზე მყოფი ბათუმი დაამარცხა – 28:26.
სამტრედიელები მეორე ადგილს ალბათ ვეღარ შესწვდებიან, მაგრამ ეს ორი ქულა მათ ძალიან გამოადგებათ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რომელსაც ისინი თბილისის იმედთნ აწარმოებენ. დღესვე ჭაბუკთა ნაკრებმა საზარელი ანგარიშით, 44:15 მოუგო ბოლო ადგილზე მყოფ ქუთაისს.
ამგვარად, რვავე გუნდს 17-17 მატჩი აქვს გამართული და 4-4 – სათამაშო. ყველა ადგილი სამოლოოდ განაწილდება 9-12 ივნისს, თბილისში. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმს პრაქტიკულად განაღდებული აქვთ პირველი და მეორე ადგილები. მესამე ადგილისთვის დავაში სამტრედია 2 ქულით უსწრებს იმედს.
ფოტო: სამტრედიის მწვრთნელი გოგი ხელისუფალი წუთშესვენებაზე
საქართველოს ჩემპიონატი
17 აპრილი, სენაკი
ქუთაისი – ჭაბუკთა ნაკრები 15:44
ქუთაისი: გულეიშვილი, კუპატაძე – ლომიძე 4, მათნაძე 4, ბახტურიძე 3, მამასახლისი 2, ჯუღელი 1, ჩიხლაძე 1, უ. კობახიძე, ძნელაძე, კაპანაძე, გიორგაძე, ტუღუში
ნაკრები: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი 1 – კბილაშვილი 7, დოლმაზაშვილი 6, ე. არსენაშვილი 5, გაწერელია 5, მიქაძე 5, გოგავა 5, რუსტამოვი 4, მერკვილაძე 4, ბულბულაშვილი 2, ნ. მაისურაძე 1, ფერაძე, ბიბილეიშვილი, ჰუსეინოვი
ბათუმი – სამტრედია 26:28
ბათუმი: სამყურაშვილი – ხუნჯუა 7, ყაველაშვილი 6, ი. ნარსია 4, უ. მაისურაძე 3, ქარდავა 3, ჯორბენაძე 2, გამზარდია 1, წივწივაძე, ჭელიძე, ვინოგრადსკი, გოგიჩაიშვილი, ჭანტურია, წიტაიშვილი, ქავთარაძე
სამტრედია: ხონელიძე, გაგუა 1 – გ. ნიკურაძე 8, წითელიშვილი 7, თევზაძე 6, ხაჟომია 3, ჟვანია 2, ზურაბიანი 1, ხვიჩია, ელგანდაშვილი, გაგლოშვილი, ავალიანი, ცხვარაძე, ღაღანიძე,
მსაჯები: ამირან კომახიძე, ვახტანგ ბერიაშვილი
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————-17-17-0–0–619-405-34
ბათუმი———17-14-0–3–685-521-28
სამტრედია—–17-11-0–6–627-549-22
იმედი———–17-10-0–7–510-561-20
პეგასი———–17–5-2-10–531-581-12
ჭაბუკები——–17–3-2-12–488-566–8
თელავი———17–3-1-13–468-544–7
ქუთაისი——–17–2-1-14–476-677—5
დასკვნითი ტური: 9-12 ივნისს თბილისში