17/03/15 ექვსეულში ერთი ადგილი თავისუფალია
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭებს შორის. სამ რეგიონულ ლიგაში 14 გუნდი იყო განაწილებული. უნდა გამოვლენილიყო 6 ფინალისტი.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ 5. აღმოსავლეთში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს თელავმა და ყვარელმა, თბილისის ზონაში – პეგასმა და რუსთავმა. დასრულდა დასავლეთის ლიგაც, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი ფინალისტია ცნობილი – წყალტუბოს გუნდი. პირველი ადგილი დაიკავა სამტრედიამ, მაგრამ ამ გუნდსა და ქუთაისს შორის მატჩში მომხდარ დარღვევებზე ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ უნდა იმსჯელოს.
ქუთაისის შემთხვევაში ისედაც ყველაფერი ცხადია – გუნდი ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ თუ სამტრედია გამტყუნდა, მაშინ მის ადგილს ფინალში ფოთის ოქროს ვერძი დაიკავებს.
ფინალური ექვსეულის ტურნირი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონი უნდა გამოავლინოს, აპრილშია დანიშნული.
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 2000-01. პირველი ეტაპი
–აღმოსავლეთის ლიგა, 13-14 მარტი, თელავი
13 მარტი. თელავი-გურჯაანი 34-18, ყვარელი-ლაგოდეხი 18-15, 14 მარტი. თელავი-ყვარელი 40-8, გურჯაანი-ლაგოდეხი 20-22, ყვარელი-გურჯაანი 22-20, ლაგოდეხი-თელავი 14-31
თელავი 6 ქულა, ყვარელი 4 / ლაგოდეხი 2, გურჯაანი 0
–დასავლეთის ლიგა, 11-13 მარტი, სენაკი
13 მარტი. ბათუმი-ქუთაისი 25-26, ფოთი-სამტრედია 23-16, ქუთაისი-წყალტუბო 25-35, 12 მარტი. სამტრედია – ბათუმი 25-18, ფოთი-წყალტუბო 21-30, სამტრედია-ქუთაისი 32-25, ბათუმი-ფოთი 17-24, 11 მარტი. წყალტუბო-სამტრედია 29-33, ქუთაისი-ფოთი 29-29, წყალტუბო-ბათუმი 29-22
სამტრედია 8, წყალტუბო 6 / ფოთი 5, ქუთაისი 3, ბათუმი 0
–თბილისის ლიგა, 9-13 მარტი, გლდანი
13 მარტი. გორი-იმედი 16-14, ქარიშხალა-პეგასი 31-11, 12 მარტი. პეგასი-რუსთავი 25-18, იმედი-ქარიშხალა 13-16, 11 მარტი. პეგასი-იმედი 32-2, რუსთავი-გორი 21-20, 10 მარტი. რუსთავი-ქარიშხალა 22-19, გორი-პეგასი 30-38, 9 მარტი. ქარიშხალა-გორი 16-28, იმედი-რუსთავი 4-31
პეგასი 8 ქულა, რუსთავი 6 / გორი 4, ქარიშხალა 2, იმედი 0