EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

16/03/15 ჩემპიონატი ბათუმში გაგრძელდება

17 და 18 მარტს საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი ბათუმში გაგრძელდება. სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართება მორიგი ორი ტური, რის შემდეგაც ხელბურთის ეპიცენტრი გადაინაცვლებს ქუთაისში, სადაც 20-22 მარტს ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირია.

ეროვნული ჩემპიონატი წლეულს განსხვავებული ფორმატით იმართება და ორწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოთხთა ფინალის ფორმატით გააგრძელებს. 9 ტურის შემდეგ ოთხეული გამოკვეთილია – სტუ, ქუთაისი, სამტრედია და ბათუმი, თუმცა, დასრულებამდე კიდევ 5 ტურია და შანსები პეგასსა და ქარიშხალასაც აქვთ დარჩენილი.

ბათუმში განსაკუთრებით საინტერესო იქნება მატჩები პირველი ხუთეულის მონაწილეობით: პეგასი – სტუ, სამტრედია – ქუთაისი და ბათუმი – სტუ, თუმცა, ამ ჩემპიონატში ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ორწრიანი ტურნირის შემდეგ გაიმართება საკლასიფიკაციო შეჯიბრებაც 5-8 ადგილებისთვის. 2015-16 სეზონში ნავარაუდებია უმაღლესი და პირველი ლიგების შექმნაც. ლიგები სწორედ 2014-15 სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით დაკომპლექტდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

10-11 ტური, ბათუმი, 17-18 მარტი

17 მარტი, 10 ტური

12:00 ფოთი – სამტრედია

13:40 ქარიშხალა – ქუთაისი

15:20 იმედი – ბათუმი

17:00 პეგასი – სტუ

18 მარტი, 11 ტური

12:00 იმედი – პეგასი

13:40 ქარიშხალა – ფოთი

15:20 სამტრედია – ქუთაისი

17:00 ბათუმი – სტუ

მდგომარეობა-თ–მ–ფ–წ——ბ——ქ

სტუ————–9—9—0—0–318-246-18

ქუთაისი———9—7—0—2–290-246-14

სამტრედია——9—6—1—2–321-252-13

ბათუმი———-9—6—0—3–312-245-12

პეგასი————9—3—1—5–248-246–7

ქარიშხალა——-9—3—0–6–260-297–6

ფოთი————-9—0—1–8–255-358–1

იმედი————9—0—1—8–210-324–1

12, 13, 14 ტური – 1-3 აპრილი, თბილისი

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია – 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი – 15-16 მაისი, თბილისი

Leave a Reply