gnhf-rrr

17-წლამდელ გოგონათა წილისყრა გაიმართა

17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატს გამართავს ქალაქ კლაიპედაში, 14-20 აგვისტოს და ჯგუფში მეტოქეებად ეყოლება პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი და იტალია.

მეორე ჯგუფში არიან უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია და ბრიტანეთი. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ ჯგუფებში ერთსა და იმავე ადგილზე გასული გუნდები ფინალში დაწყვილდებიან, ხოლო ტურნირის გამარჯვებული მიიღებს 2019 წლის ცხრამეტწლამდელთა ევროზე 16 უძლიერეს გუნდს შორის თამაშის უფლებას.  მეორე დონის ანალოგიური ტურნირი იმავე ვადებში გაიმართება მაკედონიაში, ხოლო 16 უძიერესი გუნდი 2017 წლის ევროპის ჩვიდმეტწლმდელთა ჩემპიონს გამოავლენს სლოვაკეთში. ამ ტურნირის წილისყრა ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართება 27 სექტემბერს.

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებიც თამაშობს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჯერჯერობით ძველი ფორმატით იმართება. საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 11 ოქტომბერსაა.

ხელბურთი. 17  ქალები, ევროპის ჩემპიონატი 2017 

ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა), 14-20 აგვისტო

A ჯგუფი: პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, საქართველო

B ჯგუფი: უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია, ბრიტანეთი

ჩემპიონატი მაკედონიაში (სკოპიე), 14-20 აგვისტო

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, შვეიცარია, საბერძნეთი, ფარერები

B ჯგუფი: სლოვენია, ბულგარეთი, ისლანდია,  ისრაელი, კოსოვო

უძლიერესი 16, 10-20 აგვისტოსლოვაკეთი (მიჰალოვცე): რუსეთი, დანია, ნორვეგია საფრანგთი, შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ჩეხეთი – წილისყრა 27 სექტემბერს

19წ ქალები, ევროპის ჩემპიონატი 2017. 27 ივლისი – 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია.საკვალიფიკაციო ტურნირები – 17-19 მარტს, წილისყრა – 11/12 ოქტომბერს (პირდაპირ ფინალში მოხვდნენ დანია და რუსეთი).

19წ კაცები, მსოფლიო ჩემპიონატი 2017. 8-21 აგვისტო, საქართველო. მონაწილეები ევროპიდან: საქართველო (მასპინძელი), საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი (სარეზერვოები: ნორვეგია, პოლონეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი) 

Leave a Reply