16/10/13მორიგი ტურები სენაკსა და ყვარელში

სენაკსა და ყვარელში დაიწყო საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების მორიგი ტურები.

 

სენაკში 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების დასავლეთი ჯგუფი თამაშობს. დღეს გაიმართა პირველი სამი მატჩი: წყალტუბო – ბათუმი 17:11, ქუთაისი – სამტრედია 23:25, ფოთი – ზუგდიდი 30:23.

 

ხვალ თამაშობენ – 12:00 ზუგდიდი – ქუთაისი, 13:20 ბათუმი – ფოთი, 14:40 წყალტუბო – ქუთაისი, 16:00 სამტრედია – ფოთი.

 

ყვარელში უმცროსი ასაკის (2000-01) ბიჭების აღმოსავლეთი ქვეჯგუფი თამაშობს. აქ უნდა შეკრებილიყო 4 გუნდი, მაგრამ რუსთავი ტურზე არ გამოცხადდა და გასამართი გახდა სულ სამი მატჩი. დღეს გორმა დაამარცხა თელავის გუნდი – 20:12, თელაველები დამარცხდნენ ყვარელთანაც – 10:20. ხვალ გაიმართება გორისა და ყვარლის მატჩი.

 

შეჯიბრება განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. უფროს ასაკში დასავლეთის, აღმოსავლეთისა თბილისის ჯგუფები (6-6 გუნდი) ჯერ ცალ-ცალკე, ორ წრედ თამაშობენ, ხოლო 3-3 საუკეთესო და უკეთესი მეოთხე ადგილი მეორე ეტაპზე გადის. 10 გუნდის ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება 6 საუკეთესო, რომელიც ასევე ერთ წრედ გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს. ყოველ მომდევნო ეტაპზე ჩათვლა 0 ქულიდან იწყება.

 

დანარჩენ სამ ტურნირზე ჯგუფებად დაყოფა პირობითია. ყველა ეთამაშება ერთმანეთს და ჩემპიონი ორწრიან ტურნირში გამოვლინდება.

 

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები 1998-99

 

დასავლეთი (ქუთაისი, ფოთი, წყალტუბო, ბათუმი, სამტრედია, ზუგდიდი) – 1 ტური 15-19 ოქტომბერს სენაკში.

 

აღმოსავლეთი (თელავი 8 ქულათამაში მარაგში, გორი 8, ყვარელი 6თამაში მარაგში, რუსთავი 4, ლაგოდეხი 2, ახაშენი 0), მეორე ტური – 8-13 დეკემბერს სენაკში.

 

თბილისი (ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6, იმედი 4, შევარდენი 2, ქარელი 0). მეორე ტური – 1-6 დეკემბერს თბილისში.

 

ორწრიანი ტურნირის შემდეგ მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

 

ბიჭები 2000-01. დასავლეთი (ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0). აღმოსავლეთ (თელავი, ყვარელი, გორი, რუსთავი) – ტური 15-17 ოქტომბერს ყვარელში. თბილისი (ქარიშხალა, პეგასი, იმედი) – ტური 24-27 ოქტომბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

 

გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი (მამული 7 ქულა, ყვარელი 7, პეგასი 4, იმედი 2, ქარიშხალა 0) დასავლეთი (ფოთი 2, წყალტუბო 0, ზუგდიდსა და ბათუმს ჯერ არ უთამაშიათ). საერთო ტური – 1-6 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში.

 

გოგონები, 2000-01. ფოთი, ზუგდიდი, მამული, ქარიშხალა, ყვარელი – ტური 12-16 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

 

Leave a Reply