15/10/13 ახალგაზრდები აგრძელებენ, ნაკრები იწყებს

გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები, ხოლო 15 ოქტომბრიდან მზადებას იწყებს ეროვნული ნაკრები.

 

ამავე დღეს იწყება ორი ასაკობრივი ტურნირი. სენაკში ითამაშებს 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების დასავლეთი ზონა. მონაწილეობს 6 გუნდი: ქუთაისი, ბათუმი, სამტრედია, წყალტუბო, ფოთი და ზუგდიდი.

 

ყვარელში იკრიბებიან 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭები, აღმოსავლეთის ჯგუფი: ყვარელი, თელავი, გორი და რუსთავი.

 

წინა კვირაში თელავში დასრულდა 1998-99-წლიანი ბიჭების აღმოსავლეთი ზონა, ოღონდ ერთი, თელავისა და ყვარლის გუნდების მატჩი გადაიდო. აქ ლიდერობს თელავი 8 ქულით (თამაში მარაგში), 8 ქულა აქვს გორს, 6  – ყვარელს, 4 – რუსთავს, 2 – ლაგოდეხს, 0 – ახაშენის ვაზს.

 

15 ოქტომბრიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს კაცების ეროვნული ნაკრები, რომელიც 30 ოქტომბერს ლიტვაში თამაშობს, ხოლო 3 ნოემბერს ფინეთს მასპინძლობს. მეოთხე მონაწილეა თურქეთი. ჯგუფის გამარჯვებული გავა პლეიოფში, სადაც 2014 წლის ივნისში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს.

 

ნაკრებს ჯერჯერობით ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე ავარჯიშებენ, მათ განკარგულებაში კი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ხელბურთელები არიან. მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი თბილისში 18 ოქტომბერს ჩამოვა. 20 ოქტომბრიდან გუნდს ლეგიონერები – შოთა თევზაძე, რევაზ ჭანტურია, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანი შეუერთდებიან. 25 ოქტომბერს ნაკრები მიემგზავრება უკრაინაში, სადაც ლიტვაში თამაშამდე ორი საკონტროლო მატჩია დაგეგმილი.

 

საქართველოს ნაკრების კანდიდატები: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე – ილია გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი, რევაზ ჭანტურია, ოთარ ამირანაშვილი, რატი მსხვილიძე, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან ბერძენიშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, აკაკი ტალახაძე, უჩა გამზარდია, ზურაბ სიმონია, უჩა მაისურაძე, გიორგი გვაზავა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო, ფინეთი – თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ ევროპის ზონის პლეიოფში, სადაც 5 გუნდს დაემატება კიდევ 13 ევროპული ნაკრები. 18 გუნდი დაწყვილდება და მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს გამოავლენს. ორმატჩიანი პლეიოფი, შინ და სტუმრად სისტემით, 2014 წლის ივნისში გაიმართება.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

 

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

 

 

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები 1998-99

 

აღმოსავლეთი (თელავი 8 ქულათამაში მარაგში, გორი 8, ყვარელი 6თამაში მარაგში, რუსთავი 4, ლაგოდეხი 2, ახაშენი 0)

 

თბილისი (ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6, იმედი 4, შევარდენი 2, ქარელი 0)

 

დასავლეთი (ქუთაისი, ფოთი, წყალტუბო, ბათუმი, სამტრედია, ზუგდიდი) – 1 ტური 15-19 ოქტომბერს სენაკში.

 

ორწრიანი ტურნირის შემდეგ მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

 

ბიჭები 2000-01. დასავლეთი (ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0). აღმოსავლეთი (თელავი, ყვარელი, გორი, რუსთავი) – ტური 15-17 ოქტომბერს ყვარელში. თბილისი (ქარიშხალა, პეგასი, იმედი) – ტური 24-27 ოქტომბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

 

გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი (მამული 7 ქულა, ყვარელი 7, პეგასი 4, იმედი 2, ქარიშხალა 0) დასავლეთი: (ფოთი 2, წყალტუბო 0, ზუგდიდსა და ბათუმს ჯერ არ უთამაშიათ). საერთო ტური – 1-6 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში.

 

გოგონები, 2000-01. ფოთი, ზუგდიდი, მამული, ქარიშხალა, ყვარელი – ტური 12-16 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

 

Leave a Reply