15/11/13 სტუ პირველი წრის გამარჯვებულია
სპორტკომპლექს არენაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური აღმოსავლეთი ქვეჯგუფის 4 გუნდის მონაწილეობით.
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა პეგასმა – ამჯერად ლევან გელაშვილის და ტიტე კალანდაძის გუნდმა თელაველები დაამარცხა – 31:21.
იმედი სადღაც 20 წუთი გაუძალიანდა ახალგაზრდული შემადგენლობით მოთამაშე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს – ანგარიში 8:8 იყო, როდესაც ქვეყნის ჩემპიონმა ათბურთიანი გაქცევა მოაწყო (18:8), თამაში კი ოცბურთიანი სხვაობით დაასრულა.
სტუ 7 თამაშიდან 7 მოგებით ლიდერობს და მინიმუმ პირველი წრის დასრულებამდე პირველ ადგილზე დარჩება. პირველი წრე კი დასრულდება სენაკში, სადაც 19-21 ნოემბერს დასავლეთი ქვეჯგუფის 4 გუნდი ერთმანეთს ეთამაშება, რის შემდეგაც ყველა გუნდს 7-7 ნათამაშები მატჩი დაუგროვდება. დეკემბერში დაიწყება მეორე წრე.
საქართველოს ჩემპიონატი. აღმოსავლეთი ქვეჯგუფი
არენა, 15 ნოემბერი
პეგასი – თელავი 30:21
პეგასი: ცინცაძე, ნარსია – ა. ცხვარაშვილი 7, დიხამინჯია 6, ტ. კალანდაძე 4, ბაძაღუა 3, კოხრეიძე 2, აბჟანდაძე 2, ცუხიშვილი 2, დემეტრაშვილი 2, ი. ცხვარაშვილი 2, ქუთათელაძე, ნატროშვილი, ზარნაძე, გელაშვილი
თელავი: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი – გ. სვიმონიშვილი 7, გიგაური 5, ანდრიაშვილი 5, ი. სამიტაშვილი 3, მღებრიშვილი 1, ცისკარიშვილი, მაისაშვილი, გიორგელაშვილი, ნ. სვიმონიშვილი, იაგორაშვილი ბიწკინაშვილი, ბეჟაშვილი, დიდებაშვილი
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
სტუ – იმედი 35:15
სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 10, გოგოლაძე 6, ლ. არსენაშვილი 6, სტურუა 5, სიმონია 5, აბრამიშვილი 3, სურმავა
იმედი: მღებრიშვილი, ლორია, მამულაშვილი – გიორგაძე 7, მძელური 2, ბეჟანიშვილი 2, აბაშიძე 1, ი. კალანდაძე 1, თაბაგარი 1, ჩაკვეტაძე 1, მაჭარაშვილი, რუსტამოვი , ჩიკვილაძე, ალანია, გოთოშია,
მსაჯები: ინა ჭკუასელი, გია ბროლაძე
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————–7 7 0 0 236–160 14
ბათუმი——— 4 3 0 1 151-122 6
სამტრედია—–4 3 0 1 135-116 6
პეგასი———-– 7 2 2 3 212–234 6
იმედი———– 7 3 0 4 192–219 6
ქუთაისი——– 4 1 1 2 112-126 3
ჭაბუკები——- 4 0 2 2 107-115 2
თელავი——— 7 0 1 6 158–211 1
დასავლეთი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს გამართავს 19-21 ნოემბერს სენაკში