14/12/13 ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენაა

სერბეთში, ხელბურთელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირი დასრულდა და შეივსო პლეიოფის ბადე.

 

მერვედფინალის ბოლო, მეთექვსმეტე საგზური მოიპოვა იაპონიამ, ვინც იოლად დაამარცხა ალჟირი – 32:23. ჯგუფებში დაუმარცხებლად იასპარეზეს საფრანგეთმა, ბრაზილიამ, ნორვეგიამ და გერმანიამ.

გერმანია 27:26 უგებდა უნგრეთს, მაგრამ დასრულებამდე 8 წამით ადრე მათ კარში შვიდმეტრიანი დაინიშნა. ურტყამდა უნგრელი ანიტა გორბიცი, ვისაც ამ მატჩში 13 ტყორცნიდან 12 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ გერმანელთა მეკარემ, კლარა ვოლტერინგმა დარტყმა მოიგერია. გერმანელთაგან 13 გოლი (21 მცდელობიდან) გაიტანა მარჯვენა ინსაიდმა ზუზან მიულერმა.

მეხუთე მატჩი მოიგო ტურნირის აღმოჩენამ, ბრაზილიის ნაკრებმა. ამ გუნდი საუკეთესო შედეგი აქამდე მეხუთე ადგილი ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატზე (2011) და მეექვსე – ოლიმპიადაზე (2012). მეკარე ბარბარა არენჰარდტმა კორეელებს დარტყმების 49 პროცენტი აუღო, მათ შორის 5 დარტყმა – 6-მეტრიანი ხაზიდან, დეონისე კავალეირომ კი 7 გოლი გაიტანა და ბრაზილიამ მოუგო დანიას – 23:18.

შაბათს მსოფლიო ჩემპიონატზე დასვენების დღეა, კვირას და ორშაბათს კი 4-4 მერვედფინალი გაიმართება.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

13 დეკემბერი, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური

A ჯგუფი

დრ კონგო – დომინიკელთა რესპუბლიკა 23:22

საფრანგეთი – კორეა 27:22

მონტენეგრო – ჰოლანდია 27:25

საფრანგეთი 10, მონტენეგრო 8, კორეა 6, ჰოლანდია 4 / დრ კონგო 2, დომ. რესპ 0

B ჯგუფი

იაპონია – ალჟირი 32:23

სერბეთი – ჩინეთი 32:18

დანია – ბრაზილია 18:23

ბრაზილია 10, სერბეთი 8, დანია 6, იაპონია 4 / ჩინეთი 2, ალჟირი 0

C ჯგუფი

არგენტინა – პარაგვაი25:15

ანგოლა – ესპანეთი 21:30

ნორვეგია – პოლონეთი 23:18

ნორვეგია 10, ესპანეთი 8, პოლონეთი 6, ანგოლა 4 / არგენტინა 2, პარაგვაი 0

D ჯგუფი

ტუნისი – ავსტრალია 24:15

უნგრეთი – გერმანია 26:27

რუმინეთი – ჩეხეთი 29:23

გერმანია 10, რუმინეთი 8, უნგრეთი 6, ჩეხეთი 4 / ტუნისი 2, ავსტრალია 0

მერვედფინალი:

15 დეკემბერი

20:30 გერმანია – ანგოლა

21:00 საფრანგეთი – იაპონია

23:15 პოლონეთი – რუმინეთი

23:45 დანია – მონტენეგრო

16 დეკემბერი

20:30 უნგრეთი – ესპანეთი

21:00 ბრაზილია – ჰოლანდია

23:15 ნორვეგია – ჩეხეთი

23:45 კორეა – სერბეთი

 

Leave a Reply