14/05/14 ცერცვაძის თასისთვის ყველაფერი მზადაა
ჯემალ ცერცვაძის თასის დაწყებისთვის ყველაფერი მზადაა. ტურნირი 16 მაისს იწყება გლდანის ხელბურთის დარბაზში, რომელიც ამ ტურნირისთვის საფუძვლიანად გარემონტდა. ხუთშაბათ დილას თბილისში ჩამოვა პოლონეთის გოგონათა ნაკრები, ხოლო საღამოს ყველა მონაწილე თბილისში იქნება,
ოთხშაბათს საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა მაია კარბუნარმა და გიორგი ქობელაშვილმა შემადგენლობები დაასახელეს. არცერთ მწვრთნელს არ შეუცვლია გუნდი უკრაინაში და ბელარუსში გამართული ტურნირის შემდეგ.
ხუთშაბათს დაასახელებენ საბოლოო შემადგენლობას ბიჭებისა და გოგონების მეორე ნაკრებების მწვრთნელები, მამია კობახიძე და ნინო წივწივაძე.
ტურნირის ფორმატი ასეთია: ბიჭებში ოთხი გუნდი, საქართველოს ორი ნაკრები, სომხეთი და აზერბაიჯანი ორ წრედ ითამაშებენ, ხოლო გოგონებში ამ ოთხეულს ემატება პოლონეთი. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები ითამაშებენ ბრინჯაოს მედლისთვის. ტურნირი დასრულდება 19 მაისს.
საქართველო 1 (ბიჭები, 16წ)
მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), დათო მამულაშვილი (რუსთავი)
მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ბიბილეიშვილი, გიორგი მიქაძე (ფოთი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი),ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი) ლუკა გაწერელია, ზურაბ გოგავა (პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი, ზეზვა იობაშვილი (იმედი)
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა
საქართველო 1 (გოგონები, 16წ)
მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), მარიამ ჩაჩუა (პეგასი)
მოთამაშეები: თათია გადელია, ანა ხურცილავა (ფოთი), თინა ქიტესაშვილი, მარი მიხელიძე (ყვარელი), მედეა ჩოხელი, თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (პეგასი), სოფი ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, ანა ყველაშვილი, ქრისტინე ღვალაძე, თეონა ჯაღათაშვილი (მამული)
მწვრთნელები: მაია კარბუნარი, ელისო ჟურულიშვილი