14/05/14 ბაკეუ მეორე ადგილზეა

რუმინეთის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მატჩში შტიინცა ბაკეუმ შინ 32:28 დაამარცხა პოტაისა ტურდა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. ვლადიმერ რუსიამ 2 გოლი გაიტანა.

მეკარე შოთა თევზაძეს არ უთამაშია. პირველი წრის შემდეგ 2 მოგებით კონსტანცა ლიდერობს, 1 მოგებით მეორეზეა ბაკეუ, ტურდამ ორივე მატჩი წააგო. 18 მარტს მეორე წრე იწყება და ბაკეუ ამჯერად სტუმრად ეთამაშება ტურდას, ხოლო კონსტანცას ამ კვირაში EHF თასის ოთხთა ფინალი აქვს ბერლინში.

მაკედონიაში ზომიმაკ-სტრუმიცა 24:28 დამარცხდა პელისტერთან, ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილი დაუთმო, თუმცა, ტურნირის დასრულებამდე კიდევ სამი ტურია. რეზო ჭანტურიამ სამი გოლი გაიტანა. სტრუმიცა და პელისტერი მესამე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ, ხოლო ჩემპიონის ვინაობა მეტალურგსა და ვარდარს შორის გაირკვევა. მაკედონიის თსის ნახევარფინალში სტრუმიცა სწორედ მეტალურგს ხვდება.

Leave a Reply