14/11/13 პეგასის პირველი გამარჯვება

სპორტკომპლექს არენაში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი. დღეს მორიგი მატჩი მოიგო ქვეყნის ჩემპიონმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც თელავი დაამარცხა – 26:13.

ძალიან საინტერესო გამოდგა მეორე მატჩი. პეგასი და იმედი სადღაც 20 წუთი თანაბრად თამაშობდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო 10 წუთში პეგასის მეკარე ზურაბ ცინცაძემ მოიგერია თითქმის ყველაფერი, რის შედეგადაც, მისმა გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 22:14 შესვენებაზე.

მეორე ტაიმის დასაწყისში პეგასმა სხვაობა 10 ბურთამდე აიყვანა და თითქოს გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა, მაგრამ, აქ უკვე იმედის მეკარის, ავთო მღებრიშვილის ჯერი დადგა. მისი სეივების სერიის შემდეგ იმედმა დევნა წამოიწყო. სხვაობა ნელ-ნელა დავიდა 3 ბურთამდე (25:28, 26:29), მაგრამ თამაშის ბოლოს ვეტერანმა ტიტე კალანდაძემ და ალეკო ცხვარაშვილმა წერტილი დაუსვეს შეხვედრას – 31:26. პეგასმა ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა.

ხვალ ტური დასრულდება პეგას-თელავისა და სტუ-იმედის მატჩებით.

ხვალვე ხელბურთი გაიმართება თბილისის კიდევ ორ ასპარეზზე. იქვე, სპორტკომპლექს არენას მეორე დარბაზში (ყოფილი ქარიშხალა) ითამაშებს საქართველოში სტუმრად მყოფი სომხეთის ჭაბუკთა ნაკრები. სომხები 1996-97 წლებში დაბადებულთა გუნდით გვეწვივნენ და ხვალ, 16:00, ეთამაშებიან ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს (1998-99), ზეგ მეორე მატჩი აქვთ თავის თანატოლ საქართველოს ნაკრებთან, ხოლო ტურნეს კვირას დაასრულებენ. ხვალვე გლდანის ხელბურთის დარბაზში იწყება 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური.


საქართველოს ჩემპიონატი. აღმოსავლეთი ქვეჯგუფი
არენა, 14 ნოემბერი

თელავი – სტუ 13:26

თელავი: . სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილიგიგაური 5, მღებრიშვილი 3, ცისკარიშვილი 2, მაისაშვილი 2, გ. სვიმონიშვილი 1, ანდრიაშვილი, გიორგელაშვილი, . სვიმონიშვილი, . სამიტაშვილი, იაგორაშვილი ბიწკინაშვილი, ბეჟაშვილი, დიდებაშვილი

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი, ანდრიაძეგოგოლაძე 5, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 4, ამირანაშვილი 3, გრიშიკაშვილი 3, სურმავა 2, მსხვილიძე 2, სიმონია 1, გოგალაძე 1, სტურუა 1, ბერძენიშვილი, გვაზავა, . არსენაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული , ინა ჭკუასელი

პეგასი – იმედი 31:26

პეგასი: ცინცაძე, ნარსია. ცხვარაშვილი 10, . კალანდაძე 8, კოხრეიძე 4, გელაშვილი 4, დიხამინჯია 3, აბჟანდაძე 2, ცუხიშვილი, დემეტრაშვილი, ბაძაღუა, მაისურაძე, ქუთათელაძე, ნატროშვილი, . ცხვარაშვილი, ზარნაძე

იმედი: მღებრიშვილი, ლორია, მამულაშვილიიობაშვილი 9, ალანია 4, ბეჟანიშვილი 3, მაჭარაშვილი 3, რუსტამოვი 2, ჩიკვილაძე 2, მძელური 1, გიორგაძე 1, ჩაკვეტაძე 1, აბაშიძე, გოთოშია, თაბაგარი, . კალანდაძე

მსაჯები: გია ბროლაძე, ზურაბ ქოქოსაძე

მდგომარეობა (, , , , , )
სტუ————–6 6 0 0 201-145 12
ბათუმი——— 4 3  0  1  151-122 6
სამტრედია—–4  3  0  1  135-116 6
იმედი———– 6 3  0 3 177-184 6
პეგასი———- 6 1 2  3  182213 4
ქუთაისი——– 4 1  1  2  112-126 3
ჭაბუკები——-  4  0  2  2  107-115 2
თელავი——— 6 0  1 5 137-181 1

15 ნოემბერი. 15:30 პეგასითელავი, 17:00 სტუიმედი

დასავლეთი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს გამართავს 19-21 ნოემბერს სენაკში

ფოტო: პეგასის მეკარე ზურაბ ცინცაძე

 

Leave a Reply