13/12/14 12 საუკეთესო ბრძოლას აგრძელებს

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გამოვლინდა 12 გუნდი, ვინც ბრძოლას აგრძელებს, ხოლო ხორვატიამ, რუსეთმა, უკრაინამ და სერბეთმა ტურნირი დაასრულეს.

შინ გაემგზავრა მსოფლიოს ვიცეჩემპიონი, სერბეთი, ვინც მესამე თამაშიც წააგო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს 11-4 უგებდა სლოვაკეთს,მაგრამ მეორეში ვეღარ გაძლო.  თამაშის ბოლო ორ წუთში გატანილი ზედიზედ სამი გოლის შემდეგ მეორე ეტაპზე სლოვაკეთი გავიდა – 23-21.

დამარცხდა ევროპის ჩემპიონი მონტენეგრო. წაგებულები ვერ გაუმკლავდნენ ფრანგების ორ უკანახაზელს – ალისონ პინოს (8 გოლი) და ალექსანდრა ლაკრაბერს (7). საფრანგეთმა 24-20 მოიგო,  4 ქულა გაიყოლა მეორე ეტაპზე და მეორე ჯგუფს ლიდერობს კიდეც.

C ჯგუფში მოიგო მასპინძელმა ხორვატიამ, ანდრეა პენეზიჩმა  11 გოლიც გაუტანა ჰოლანდიას, მაგრამ არცერთი გუნდისთვის ეს თამაში არაფერს წყვეტდა. ხორვატია გერმანიასთან პირადი წაგებით ჯგუფში დარჩა, ხოლო ჰოლანდია 3 ქულით გავიდა მეორე ეტაპზე. შვედეთმა ბევრით, 39-32 დაამარცხა გერმანია და ასევე 3 ქულა აქვს.

დღეს იწყება მთავარი რაუნდი. A და B ჯგუფების  3-3 გამარჯვებულმა შექმნა პირველი ჯგუფი, ხოლო C და D ჯგუფების სამეულებმა – მეორე. ყველა გუნდს 2-2 მატჩი უკვე ჩატარებული აქვს და კიდევ 3 ტურის შემდეგ გამოვლინდება 4 ნახევარფინალისტი.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია

ჯგუფური ეტაპი. 12 დეკემბერი

C ჯგუფი

შვედეთი – გერმანია 39-32

ხორვატია – ჰოლანდია 31-27

შვედეთი 5, ჰოლანდია 3, გერმანია 2 / ხორვატია 2

D ჯგუფი

მონტენეგრო – საფრანგეთი 20-24

სერბეთი – სლოვაკეთი 21-23

საფრანგეთი 6, მონტენეგრო 4, სლოვაკეთი 2 / სერბეთი 0

მეორე ეტაპი. 2 ჯგუფი (ზაგრები, ხორ)

საფრანგეთი 4 ქულა, შვედეთი 3, ჰოლანდია 3, მონტენეგრო 2, სლოვაკეთი 0, გერმანია 0

14 დეკემბერი

18:45 გერმანია – მონტენეგრო

21:00 შვედეთი – საფრანგეთი

23:15 ჰოლანდია – სლოვაკეთი

1 ჯგუფი (დებრეცენი, უნგ):

ნორვეგია 4, ესპანეთი 4, უნგრეთი 2, დანია 1, რუმინეთი 1, პოლონეთი 0

13 დეკემბერი

19:00 პოლონეთი-დანია

21:15 ესპანეთი-ნორვეგია

23:30 უნგრეთი-რუმინეთი

ბომბარდირები პირველი ეტაპის შემდეგ

გოლი+პასი (7-მეტრიანი)

კაროლინა კუდლაჩი, პოლ 23+15 (13)

კრისტინა ნიაგუ, რუმ 25+11 (8)

ანდრეა პენეზიჩი, ხორ 30+5 (10)

მარტა მანგე, ესპ 14+18 (-)

კარმენ მარტინი, ესპ 28+4 (17)

იზაბელ გულდენი, შვდ 20+9 (8)

ესტავანა პოლმანი, ჰონ 17+9 (3)

ნორა მორკი, ნორ 12+13 (3)

ჟუჟანა ტომორი, უნგ 15+10 (-)

მილენა კნეზევიჩი, მნტ 15+9 (2)

საუკეთესო მცველი (ბლოკი+ჩაჭრა)

მონიკა სტახოვსკა, პოლ 4+3

საუკეთესო მეკარე

სილიე სოლბერგი, ნორ 45%

სონია ბარიაკტაროვიჩი, მნტ 40%

სანდრა ტოფტი, დან 39%

ფოტო: შვედეთი-გერმანია

Leave a Reply