13/10/13 ჩემპიონმა პრინციპული მატჩი მოიგო

საქართველოს ჩემპიონატზე სტუ–მ დაამარცხა ბათუმი 36:34 და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

წინა სეზონის გამარჯვებულისა და ვიცე–ჩემპიონის მატჩში ანგარიში 6:6 იყო, როდესაც ინა ჭკუასელმა ორი ქუთით გააძევა ბათუმელი ირაკლი ნარსია. ამ დროს სათადარიგოთა სკამიდან აკაკი ყაველაშვილმა მსაჯი შეურაცხჰყო, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.

ბათუმი ორი წუთი ორი კაცით ნაკლები დარჩა, მაგრამ მეკარე სამყურაშვილის 3 სეივისა და გიორგი წივწივაძის გოლის წყალობით ეს მონაკვეთი 1:0 მოიგო. სტუ–მ სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა უპირატესობა და ზედიზედ 6 გატანილი გოლის შემდეგ 13:9 დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში 26:20–მდე აიყვანა სხვაობა.

ბათუმელები თითქოს უნდა გატეხილიყვნენ: მათ ისედაც აკლდათ ერთ–ერთი ლიდერი, ნიკოლოზ ჯორბენაძე, ყაველაშვილის გაძევებას კი მალე საქართველოს ნაკრების წევრის, უჩა გამზარდიას ტრავმა დაემატა, თუმცა, წივწივაძისა და ჯუმბერ ხუნჯუას წინამძღოლობით მათ ბოლო წუთებზე თითქმის მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა – 34:36. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესოები იყვნენ ნაკრების წევრები – გიორგი გვაზავა (9 გოლი) რატი მსხვილიძე (7) და ზურაბ სიმონია (7).

დანარჩენი 3 თამაშიც დაძაბული იყო. პეგასის ახალგაზრდული შემადგენლობა მედგრად ებრძოლა სამტრედიას და ბოლო წუთებზეღა გატყდა – 30:37, იმედმა მეორე ტაიმში შემოუბრუნა თაამაში ქუთაისს – 32:26, ხოლო თელავმა ასევე ბოლო წუთებზე გაუთანაბრა ანგარიში ჭაბუკთა ნაკრებს და პირველი ქულა მოიპოვა – 33:33.

საქართველოს ჩემპიონატი ნოემბერში გაგრძელდება, მომდევნო კვირაში კი შეკრებას იწყებს ეროვნული ნაკრები. 30 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო თამაშია ლიტვაში.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

მეოთხე დღე, 13 ოქტომბერი. გლდანი

სტუ – ბათუმი 36:34

სტუ: ტორონჯაძე – გვაზავა 9, მსხვილიძე 7, სიმონია 7, გოგალაძე 5, ამირანაშვილი 4, გრიშიკაშვილი 2, სურმავა 2, აბრამიშვილი (მწ. ი. კეკელიძე)

ბათ: სამყურაშვილი – წივწივაძე 9, ხუნჯუა 7, ნარსია 7, მაისურაძე 5, ქარდავა 3, გამზარდია 2, ყაველაშვილი 1 (წითელი ბარათი), ვინოგრადსკი, წიტაიშვილი, გოგიჩაიშვილი (მწ. მ. ჭანტურია)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

სამტრედია – პეგასი 37:30

სამ: ხონელიძე – თევზაძე 16, წითელიშვილი 14, გ. ნიკურაძე 3, გაგლოშვილი 2, ხვიჩია 1, ავალიანი 1, ჯ. ნიკურაძე, ელგანდაშვილი, (მწ. გ. ხელისუფალი)

პეგ: ცინცაძე – ა. ცხვარაშვილი 9, დემეტრაშვილი 6, ბაძაღუა 5, კოხრეიძე 5, ზარნაძე 3, დიხამინჯია 2, ქუთათელაძე, ლობჟანიძე (მწ. ლ. გელაშვილი)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

ქუთაისი – იმედი 26:32

ქუთ: გულეიშვილი, შიშინაშვილი – გ. კვერნაძე 7, ჟვანია 5, ბახტურიძე 4, მამასახლისი 4, ჯუღელი 3, მათნაძე 3, კობახიძე, ჩიხლაძე, ლომიძე (მწ. გ. თავხელიძე)

იმე: მღებრიშვილი, ლორია – გ. იობაშვილი 8, ბეჟანიშვილი 6, მძელური 4, ალანია 4, გოთოშია 3, გიორგაძე 2, თაბაგარი 2, ჩაკვეტაძე 1, რუსტამოვი 1, ჩიკვილაძე 1, აბაშიძე, გ. ხანდოლიშვილი, (მწ. გ შარანგია)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

ჭაბუკთა ნაკრები – თელავი 33:33

ჭაბ: ა. ხანდოლიშვილი, ზურაბიშვილი, ვათიაშვილი – კბილაშვილი 10, ჰუსეინოვი 7, ბულბულაშვილი 5, ბაინაზაშვილი 4, ნაზღაიძე 2, გაწერელია 2, არსენაშვილი 2, დანელიშვილი 1, ფერაძე, ზ. იობაშვილი, გოგავა, ბიბილეიშვილი (მწ. დ. აბესაძე)

თელ: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი – გიორგელაშვილი 13, გ. სვიმონიშვილი 8, მღებრიშვილი 6, ანდრიაშვილი 4, ელიზბარაშვილი 1, ბიწკინაშვილი 1, ნ. სვიმონიშვილი, დიდებაშვილი იაგორაშვილი, ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი (მწ. ა. ანდრიაშვილი)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

პირველი ტურის შემდეგ

სტუ————4 0 0 129-105 8

ბათუმი——–3 0 1 151-122 6

სამტრედია—-3 0 1 135-116 6

იმედი———-2 0 2 122-133 4

ქუთაისი——-1 1 2 112-126 3

ჭაბუკები——-0 2 2 107-115 2

პეგასი———-0 2 2 124-141 2

თელავი——–0 1 3 104-126 1

აღმოსავლეთის (სტუ, პეგასი, იმედი, თელავი) ტური 14–16 ნოემბერს თბილისში

დასავლეთის (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკები) ტური 19–21 ნოემბერს სენაკში

ბომბარდირები: ლექსო წითელიშვილი, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) – 35, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 34, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 32, გიორგი იობაშვილი (იმედი) 31, ალექსანდრე გიორგელაშვილი (თელავი) 30, გიორგი წივწივაძე (ბათუმი) 27, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 24, გიორგი სვიმონიშვილი (თელავი) 24, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 23, უჩა გამზარდია (ბათუმი) 21.

Leave a Reply