13/0614 ევროპის ჩემპიონატზე 4 თავისუფალი ადგილი დარჩა
შაბათ-კვირას დასრულდება 2014 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ხელბურთში. გასათამაშებელი 4 საგზური დარჩა.
ტურნირი 2014 წლის დეკემბერში გაიმართება ხორვატიასა და უნგრეთში, კვალიფიკაციაში კი 26 ქვეყანა მონაწილეობს. 7 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული გადის ფინალურ ტურნირზე და ემატება ორ მასპინძელ ქვეყანას.
აქამდე საგზური განაღდებული ჰქონდათ დანიას, საფრანგეთს, მონტენეგროს, რუსეთსა და ნორვეგიას, 11-12 ივნისს კი მათ დაემატა კიდევ 5 ქვეყანა – შვედეთი, სლოვაკეთი, გერმანია, ესპანეთი და ჰოლანდია.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე პირველად გავიდა სლოვაკეთი. მათ შინ 24:24 ითამაშეს საფრანგეთთან და 3 ქულით გაუსწრეს ისლანდიას. წაგების შემთხვევაში სლოვაკებს ისლანდიაში ელოდათ მძიმე თამაში, რადგანაც შინ სულ ერთი ბურთით ჰყავდათ დამარცხებული კონკურენტი.
დანარჩენი 4 ადგილისთვის ბრძოლაში ასეთი სიტუაციაა. პირველ ჯგუფში უკრაინა შინ ეთამაშება ავსტრიას და 6 ბურთით მოგება სჭირდება, რადგანაც პირველი მატჩი 28:34 აქვს წაგებული. ასეთივე სიტუაციაა მესამე ჯგუფში. პოლონეთი 2 ქულით ჩამორჩება ჩეხეთს, სტუმრად ეთამაშება და 4 ბურთით მოგება სჭირდება. მეხუთე ჯგუფში სერბეთს და სლოვენიას 6-6 ქულა აქვთ, სერბეთი შინ ეთამაშება კონკურენტს და ნებისმიერი ანგარიშით მოგება აწყობს, ოღონდ ფრე – არა. მეექვსე ჯგუფში რუმინეთმა ნახევარი საქმე ბელარუსში მოითავა, როცა კონკურენტს 30:28 მოუგო და ახლა შინ მეტით არ უნდა დამარცხდეს.
ფოტო: სლოვაკეთი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობს
ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. შესარჩევი ტურნირი
1 ჯგუფი. ლიტვა – უკრაინა 25:26
დანია 10 ქულა (5 თამაშიდან), ავსტრია 6 (5) / უკრაინა 4 (5), ლიტვა 0 (5)
15 ივნისი. დანია – ლიტვა, უკრაინა – ავსტრია
2 ჯგუფი. სლოვაკეთი – საფრანგეთი 24:24, ფინეთი – ისლანდია 20:29
საფრანგეთი 9 (5), სლოვაკეთი 7 (5) / ისლანდია 4 (5), ფინეთი 0 (5)
15 ივნისი. ისლანდია – სლოვაკეთი, საფრანგეთი – ფინეთი
3 ჯგუფი. პოლონეთი – მონტენეგრო 22:25, პორტუგალია – ჩეხეთი 23:33
მონტენეგრო 10 (5), ჩეხეთი 6 (5) / პოლონეთი 4 (5), პორტუგალია 0 (5)
14 ივნისი. ჩეხეთი – პოლონეთი. 15 ივნისი. მონტენეგრო – პორტუგალია
4 ჯგუფი. თურქეთი – ესპანეთი 16:27, იტალია – ჰოლანდია 20:24
ესპანეთი 8 (5), ჰოლანდია 8 (5) / თურქეთი 4 (5), იტალია 0 (5)
14 ივნისი. ესპანეთი – იტალია. 15 ივნისი. ჰოლანდია – თურქეთი
5 ჯგუფი. სლოვენია – შვედეთი 27:34, შვეიცარია – სერბეთი 20:23
შვედეთი 8 (5), სერბეთი 6 (5) / სლოვენია 6 (5), შვეიცარია 0 (5)
15 ივნისი. შვედეთი – შვეიცარია, სერბეთი – სლოვენია
6 ჯგუფი. ბელარუსი – რუმინეთი 28:30
ნორვეგია 8 (4), რუმინეთი 2 (3) / ბელარუსი 0 (3)
15 ივნისი. რუმინეთი – ბელარუსი
7 ჯგუფი. მაკედონია – გერმანია 21:23
რუსეთი 6 (4), გერმანია 4 (3) / მაკედონია 0 (3)
14 ივნისი. მაკედონია – გერმანია