13/04/15 ქალების ჩემპიონი გავარდა, კაცთა ოთხეული ამ კვირაში შეივსება

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ქალთა ტურნირზე გამოვლინდნენ ოთხთა ფინალის მონაწილეები, კაცებში მეოთხედფინალის პირველი მატჩები გაიმართა.

ქალთა შეჯიბრებას გამოეთიშა ბოლო ორი წლის ჩემპიონი, დიორი ეტო. უნგრულმა კლუბმა პირველი მატჩი სკოპიეში 18-24 წააგო, შინ კი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შუაში 4 ბურთით იგებდა, მეორის დასაწყისში ყველაფერ ცხადი გახდა. ვარდარი, დიორის ყოფილი მოთამაშეების, ანდრეა ლეკიჩისა და იოვანკა რადიჩევიჩის გოლებით 3 ბურთით დაწინაურდა და უნგრელებმა მატჩის ბოლოს მხოლოდ ფრეს მიაღწიეს – 27-27.

ვარდარი ზედიზედ მეორედ გავიდა ოთხთა ფინალში, ისევე როგორც მონტენეგროს ბუდუჩნოსტი. შარშანდელმა და შარშანწინდელმა ფინალისტებმა, ბუდუჩნოსტმა და ნორვეგიის ლარვიკმა მეოთხედფინალში ორივე მატჩები მოიგეს, ხოლო ვოლგოგრადის დინამომ შინ საკმარისი სხვაობით დაამარცხა რუმინეთის ბაია მარე. ოთხთა ფინალი 9-10 მაისს გაიმართება ბუდაპეშტში, ხოლო წილისყრა იქვე – 14 აპრილს. განთესილი არავინ იქნება, ნახევარფინალში ყველა ყველას შეიძლება შეხვდეს.

ქალთა მეოთხედფინალი. მიმოხილვა:

http://www.laola1.tv/en-int/video/rewind-episode-14/321437.html

კაცების ტურნირზე ბარსელონამ საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანა ზაგრებში, 15 000 მაყურებლის წინაშე. ბარსას ყოფილმა მეკარემ, დანიელ სარიჩმა 13 ბურთი მოიგერია, კატალონიელები 3-4 ბურთით მუდმივად წინ იყვნენ, მაგრამ ბოლოში ლუკა სტეპანჩიჩის გოლებით ზაგრებმა სხვაობა ერთამდე შეამცირა – 23-24. წერტილი დასვა ვიქტორ ტომასმა მარჯვენა კუთხიდან შესრულებული ვირტუოზული სპინით. 25-23, საპასუხო მატჩი 18 აპრილსაა ბლაუგრანას დარბაზში.

უნგრეთის ვესპრემმა წინა უქმეებზე უკვე მოიგო ერთი საერთაშორისო ტიტული – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში კი 24-24 ითამაშა პარიზში, სენ-ჟერმენთან. ვესპრემი 47-ე წუთზე 5 ბურთით იგებდა, მაგრამ საქმეში ჩაერთვნენ პსჟ-ს ვარსკვლავები. მიქელ ჰანსენმა სულ გაიტანა 8, ვილიამ აკამბრეიმ – ზედიზედ 4, ტიერი ომაერმა ბოლო 5 წუთში მოიგერია სამი დარტყმა და სულ ბოლო გოლი გაიტანა ლუკ აბალომ 27-27.

პოლონურ კელცეს ასევე გაუძალიანდა სკოპიეს ვარდარი. საუცხოოდ ითამაშა მეკარე არპად შტერბიკმა, რის შემდეგაც ვარდარი მეორე ტაიმის დასაწყისში 15-12 დაწინაურდა. ამ ეპიზოდში კელცემ 11 წუთი ვერ გაიტანა გოლი, მაგრამ შემდეგ ზედიზედ შეაგდო 4 და გარდატეხა კიდეც მძიმე თამაში – 22-20.

დაბოლოს, მეორე უნგრულმა კლუბმა, სეგედმა, შინ დაამარცხა ბუნდესლიგის ლიდერი და ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი, კილი – 31-29. გერმანელები პირველად 53-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ სეგედის სლოვენიელმა გამთამაშებელმა დეან ბომბაჩმა მაინც შემოაბრუნა თამაში.

ოთხთა ფინალის ყველა მონაწილე 19 აპრილს გაირკვევა.

კაცები. მიმოხილვა:

http://www.laola1.tv/en-int/video/rewind-episode-13/319578.html

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2014-15

კაცები, მეოთხედფინალის პირველი მატჩები (9-12 აპრილი)

ზაგრები (ხორ) – ბარსელონა (ესპ) 23-25 (18 აპრ, 20:30)

სტეპანჩიჩი 9 – კარაბატიჩი 6, ლაზაროვი, ტომასი 5

ვარდარ სკოპიე (მკდ) – კელცე (პოლ) 20-22 (19 აპრ, 17:30)

გორბოკი 5, კარაჯიჩი 4 – შტრლეკი 5, მ. იურეცკი 4

პსჟ (საფ) – ვესპრემი (უნგ) 24-24 (19 აპრ, 19:30)

ჰანსენი 8, აკამბრეი 5 – ილიჩი 8, ივანჩიკი 4

პიკ სეგედი (უნგ) – კილი (გერ) 31-29 (19 აპრ, 21:30)

ბომბაჩი 6, ბალოგი 5 – ვაინჰოლდი 5, იჰა 4

ქალები. მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები (11-12 აპრილი)

დინამო ვოლგოგრადი (რუს) – ბაია მარე (რუმ) 30-25 (23-25)

დიორი ეტო (უნგ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 27-27 (18-24)

ლარვიკი (ნორ) – ტიურინგერი (გერ) 36-18 (29-26)

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ვიბორგი (დან) 29-19 (28-22)

ფოტო: ზაგრები-ბარსელონა

 

Leave a Reply