13/02/15 ყვარელმა ლიდერობა შეინარჩუნა
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე დღეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ყვარლის გუნდის დამარცხებით პეგასს შეეძლო პირველ ადგილზე გადასვლა, მაგრამ ვერ მოახერხა (13-24) და მეორე ადგილიც დაკარგა. 16 ტურის შემდეგ ყვარელი 28 ქულით პირველ ადგილზე რჩება, მეორეა მამული (26), ხოლო მესამეზე – პეგასი (25).
ყვარელ-პეგასის მატჩში ბრძოლა ფაქტიურად არც ყოფილა – პეგასს საქართველოს ნაკრების რამდენიმე მოთამაშე დაშავებული ჰყავს და ყვარლელებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს დიდი უპირატესობა – 16-6. მამულმა დაამარცხა წყალტუბო (34-17), ხოლო ფოთმა – ქარიშხალა, 33-9. პირველობის მესამე წრე შაბათს დასრულდება გლდანში, ხოლო მეოთხე გაიმართება აპრილში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
მესამე წრე. გლდანი, 10-14 თებერვალი
13 თებერვალი
მამული-წყალტუბო 34-17
მამ: ვარდიშვილი – ღვალაძე 10, გაბისონია 7, გიორგაძე 7, ყველაშვილი 6, ჯაღათაშვილი 4, ომიაძე , ხონელიძე, ჯავახიშვილი, იაშვილი, მირზოევა – მწვ. ჯ. კასიანი
წყ: ჯიქია, თვალაძე – ფანცულაია 6, ფანცხავა 5, ჯიშკარიანი 3, ჯანელიძე 2, ჯიმშელეიშვილი 1, ჩიტაიშვილი, დახუნდარიძე, მამარდაშვილი, ჯავახაძე – მწვ. გ. ჯანელიძე, ნ. გოგიძე
ქარიშხალა-ფოთი 9-33
ქარ: არაბაჯევა – კერესელიძე 4, ბაჟუნაშვილი 2, კუსიანი 2, ტყეშელაშვილი 1, ჩხაიძე, ხმელაძე, ფოფხაძე, სანანაშვილი – მწვ. ი. ციცქიშვილი
ფოთ: ჯავახია, კუბლაშვილი – სურგულაძე 7, ჯგერენაია 6, შინკარენკო 5, სიხარულიძე 5, ჭითანავა 4, ყუფუნია 3, მჟავანაძე 2, ფარცვანია 1, ბერაია – მწვ. უ. გამზარდია, დ. გეფერიძე
ყვარელი-პეგასი 24-13
ყვ: გუბელაძე – კუნელაშვილი 8, ქიტესაშვილი 6, თეთრაშვილი 5, თ. იორდანიშვილი 3, ს. იორდანიშვილი 2, მიხელიძე, კუპატაძე, ლეშკაშელი, კორახაშვილი – მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი
პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოხელი 7, მორჩაძე 5, ვენეცკი 1, ბერიძე, შოშიტაშვილი, ქებაძე, ჩახუნაშვილი, სარაჯიშვილი, ფაჩუაშვილი, კახაია – მწვ. ნ. წივწივაძე
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ცინცაძე
—
16 ტურის შემდეგ: ყვარელი 28 ქულა, მამული 26, პეგასი 25, ფოთი 10, ქარიშხალა 8, წყალტუბო 5
—
14 თებ. 12:00 წყალტუბო-ქარიშხალა, 13:20 ყვარელი-ფოთი 14:40 პეგასი-მამული
მეოთხე წრე: 14-18 აპრილი
ფოტო: ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი და საქართველოს ნაკრები)