12/10/13 კვირას ლიდერთა მატჩია
საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში კვირას ლიდერები, სტუ და ბათუმი ითამაშებენ.
ხვალ ჩემპიონატის პირველი ტური გლდანის სახელბურთო დარბაზში დასრულდება და პირველივე მატჩში, 11:00, ითამაშებენ შარშანდელი ჩემპიონი სტუ და ვერცხლის პრიზიორი ბათუმი, რომლებსაც 3–3 მოგება აქვთ.
ბათუმმა დღეს უპრობლემოდ დაამარცხა იმედი – 43:21, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა კი ქუთაისს მოუგო – 31:19. ქუთაისელებს აკლდათ ტრავმირებული ლიდერები, გიორგი კვერნაძე და ალექსანდრე ბოყოჩაძე და ტაიმი 4:19 წააგეს, მაგრამ მეორეში ოდნავ გამოასწორეს მდგომარეობა, მეორე მატჩი მოიგო სამტრედიის გუნდმა (30:21 თელავთან) და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ყველაზე დაძაბული კი პეგასისა და ჭაბუკთა ნაკრების მატჩი გამოდგა. როდესაც პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო ტიტე კალანდაძემ, პეგასს სათადარიგოთა სკამზე სულ ერთი მოედნის მოთამაშე დარჩა, ხოლო 1998–99 წლებში დაბადებულთა ნაკრები მათზე ერთი–ორი წლით უფროსი ახალგაზრდების პირისპირ დარჩა. ნაკრები წინ იყო, დასრულებამდე შვიდიოდ წუთით ადრე – 4 ბურთით – 25:21, მაგრამ პეგასმა მაინც მოახერხა თამაშის გათანაბრება – 26:26. ეს იყო პეგასის ზედიზედ მეორე ფრე და ჭაბუკთა ნაკრების პირველი ქულა.
საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები
პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი
მესამე დღე, 12 ოქტომბერი. სპორტკომპლექსი არენა
პეგასი – ჭაბუკთა ნაკრები 26:26
პეგ: ცინცაძე – ა. ცხვარაშვილი 7, დიხამინჯია 6, ბაძაღუა 4, კოხრეიძე 4, ქუთათელაძე 2, ზარნაძე 2, ტ. კალანდაძე 1, სახვაძე, დემეტრაშვილი, – დ. ნარსია
ჭაბ: ა. ხანდოლიშვილი, ბათიაშვილი – კბილაშვილი 6, არსენაშვილი 6, ბაინაზაშვილი 5, ბულბულაშვილი 4, ჰუსეინოვი 2, ფერაძე 1, გაწერელია 1, ზ. იობაშვილი 1, გოგავა, ნაზღაიძე, მაისურაძე, ბიბილეიშვილი (მწ. დ. აბესაძე)
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
ბათუმი – იმედი 43:31
ბათ: სამყურაშვილი – გამზარდია 12, უ. მაისურაძე 8, ყაველაშვილი 8, ხუნჯუა 4, ჯორბენაძე 3, ქარდავა 2, ჭანტურია 2, წივწივაძე 1, გოგიჩაიშვილი 1, ქავთარაძე 1, ი. ნარსია 1, ვინოგრადსკი, წიტაიშვილი, ჭელიძე (წითელი ბარათი) (მწ. მ. ჭანტურია)
იმე: მღებრიშვილი, ლორია – გიორგაძე 6, გ. ხანდოლიშვილი 6, გ. იობაშვილი 5, ალანია 4, ბეჟანიშვილი 4, რუსტამოვი 2, მძელური 2, გოთოშია1, აბაშიძე 1, თაბაგარი, ჩიკვილაძე, წიკლაური, ი. კალანდაძე, ჩაკვეტაძე, (მწ. გ შარანგია)
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
სამტრედია – თელავი 30:21
სამ: ხონელიძე – წითელიშვილი 8, ჯ. ნიკურაძე 5, თევზაძე 4, გ. ნიკურაძე 4, ხვიჩია 4, გაგლოშვილი 3, ელგანდაშვილი 1, ზურაბიანი 1 (მწ. გ. ხელისუფალი)
თელ: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი – გიორგელაშვილი 7, გ. სვიმონიშვილი 4, ანდრიაშვილი 3, მღებრიშვილი 2, ნ. სვიმონიშვილი 2, იაგორაშვილი 2, ბეჟაშვილი 1. ი. სამიტაშვილი, ბიწკინაშვილი, დიდებაშვილი (მწ. ა. ანდრიაშვილი)
მსაჯები: ელენე არაბული, ზურაბ ქოქოსაძე
სტუ – ქუთაისი 31:19
სტუ: ტორონჯაძე, ცერცვაძე. ხიდეშელი – ამირანაშვილი 5, გოგალაძე 4, გრიშიკაშვილი 4, სურმავა 3, მსხვილიძე 3, სტურუა 3, არსენიშვილი 3, სიმონია 2, გოგოლაძე 2, აბრამიშვილი 1, გვაზავა 1, ორჯონიკიძე, (მწ. ი. კეკელიძე)
ქუთ: შიშინაშვილი, გულეიშვილი – უ. კობახიძე 8, ბახტურიძე 5, ჩიხლაძე 2, ჯუღელი 2, ჟვანია 1, მათნაძე 1, ლომიძე, ახალაძე, ი.კვერნაძე (მწ. გ. თავხელიძე)
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე
მდგომარეობა
ბათუმი——–3 0 0 117-86 6
სტუ————3 0 0 93-71 6
სამტრედია—-2 0 1 98-86 4
ქუთაისი——-1 1 1 86-94 3
პეგასი———-0 2 1 94-104 2
იმედი———-1 0 2 90-107 2
ჭაბუკები——-0 1 2 74-82 1
თელავი——–0 0 3 71-93 0
13 ოქტომბერი, კვირა. გლდანი
11:00 სტუ – ბათუმი
12:30 სამტრედია – პეგასი
14:00 ქუთაისი – იმედი
15:30 ჭაბუკთა ნაკრები – თელავი
(ფოტოზე: სტუ – ქუთაისის მატჩი)