11/12/14 სტუ ერთპიროვნული ლიდერია
საქართველოს ჩემპიონატზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 31-24 დაამარცხა ბათუმის მითი და ოთხი თამაშიდან 4 მოგებით ლიდერობს.
ანგარიში ძალთა რეალურ თანაფარდობას არ გამოხატავს. მთელი 55 წუთი დაძაბული ბრძოლა იყო და ქვეყნის ჩემპიონმა მხოლოდ ბოლოში გატეხა ვერცხლის პრიზიორი, სადაც თამაშობდა სტუ-ს 6 ყოფილი ხელბურთელი.
თავიდან ბათუმი დაწინაურდა. მათ პერსონალურად აიყვანეს მეტოქის მთავარი ბომბარდირი ორჯონიკიძე და გამთამაშებელი გვაზავა. 4+2 დაცვამ სტუ-ს თავიდან პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ჩემპიონმა ნელ-ნელა დაალაგა თამაში, ანგარიში გაათანაბრა და ტაიმიც მოიგო – 14-13.
მეორის დასაწყისში მეკარე ჯონი ცერცვაძის კარგი სერიისა და ზურაბ სიმონიას გოლების შემდეგ ბათუმი ისევ წინ გადის – 17:15. ამის შემდეგ თანაბარი თამაშია და დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ილია გოგალაძის ორი სწრაფი გარღვევის შემდეგ 2 ბურთით უკვე სტუ ლიდერობს: 23-21.
გადამწყვეტი გამოდგა მომენტი, როცა სტუ 24-22 იგებდა. ამ დროს ბათუმელი ოთარ აბრამიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ძელს გაარტყა, ასხლეტილი ბურთი ზურაბ ამირანაშვილს მიუვიდა, მაგრამ მას არჩილ სამიტაშვილმა აუღო. ბათუმი საბოლოოდ გატყდა გიორგი სურმავას ორწუთიანი გაძევების შემდეგ, როცა ვეტერან მამია კობახიძის რამდენიმე ზუსტი პასი კარგად გამოიყენა შოთა გრიშიკაშვილმა, ხოლო წერტილი თავად კობახიძემ დასვა – 31-24.
ქარიშხალამ 33-27 მოუგო ფოთის ოქროს ვერძს და ბოლო ადგილს თავი დააღწია. სამტრედიამ სძლია იმედი – 36-20. პეგასს ქუთაისთან აკლდნენ ტრავმირებული გიორგაძე და დისკვალიფიცირებული სახვაძე. ტაიმი 13-12 მოიგო პეგასმა, მეორეში 20-16 დაწინაურდა, მაგრამ დაშავდა აბჟანდაძე, ცხვარაშვილი მეტოქემ პერსონალურად აიყვანა და ქუთაისი ბრძოლაში დაბრუნდა – 23-22. ამას მოჰყვა დიხამინჯიას ორი სწრაფი გარღვევა – 25-22, დარჩენილ 5 წუთში კი პეგასმა მოგება შეინარჩუნა 28-24 და ცხრილშიც გადაასწრო მეტოქეს.
ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ გამოიკვეთა 5 გუნდი (სტუ, ბათუმი, ქუთაისი, სამტრედია, პეგასი), რომელიც საპრიზო სამეულისთვის იბრძოლებს. ქარიშხალას, იმედისა და ფოთის მიზანი ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევა იქნება.
ჩემპიონატი განახლდება 2015 წელს. თბილისისა და დასავლეთის 4-4 გუნდი ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას და ამით პირველი წრე დასრულდება.
საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. კაცები
პირველი წრე, პირველი ტური. გლდანი, 8-11 დეკემბერი
11 დეკემბერი
სტუ – ბათუმი 31-24
სტუ: ა. სამიტაშვილი – ორჯონიკიძე 7, გრიშიკაშვილი 7, გოგალაძე 6, გოგოლაძე 5,გვაზავა 3, სტურუა 2, მ. კობახიძე 1
ბათ: ცერცვაძე – სიმონია 9, გამზარდია 7, აბრამიშვილი 4, ბერძენიშვილი 2, ქარდავა 1, სურმავა 1, ამირანაშვილი, ჯორბენაძე, ქავთარაძე
ფოთი – ქარიშხალა 27-33
ფოთ: გ. ჭანტურია, ზარგინავა – ალანია 8, მიქაძე 7, ბიბილეიშვილი 6, ჟვანია 5, ხუნჯუა 1, ბაჯალაძე, დაგარგულია, ნემსაია, გოგიშვილი, ბერაია,
ქარ: ხანდოლიშვილი- არსენაშვილი 9, ბულბულაშვილი 5, დოლმაზაშვილი 5, კორაშვილი 5, გ. ფერაძე 3, ლ. მამულაშვილი 2, ზ. ფერაძე 2, კვირკველია 2, ჯინჭარაძე, შევჩენკო
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
სამტრედია – იმედი 36-20
სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – წითელიშვილი 12, ნიკურაძე 11, ელგანდაშვილი 5, თევზაძე 3, ზურაბიანი 2, ხაჟომია 2, გ. კობახიძე 1, სიხარულიძე
იმ: ხარაიშვილი – რუსტამოვი 5, მიქავა 4, ზ. იობაშვილი 2, დანელიშვილი 2, თიგიშვილი 2, ფურცელაძე 2, ბაინაზიშვილი 1, გოგუა 1, დვალიძე 1, ჩაკვეტაძე, ზაალიშვილი, კალანდაძე, მელაშვილი, ბაზანოვი, მღებრიშვილი
პეგასი – ქუთაისი 28-24
პეგ: ცინცაძე – ცხვარაშვილი 9, დიხამინჯია 7, აბჟანდაძე 5, ნ. მაისურაძე 4, ბაძაღუა 3, კოხრეიძე, ზარნაძე, ლეჟავა
ქუთ: ანდრიაძე – ყაველაშვილი 8, კვერნაძე 5, კბილაშვილი 4, მათნაძე 4, უ. მაისურაძე 3, ქუთათელაძე, უ. კობახიძე, ჩიხლაძე, მერკვილაძე
მსაჯები: ამირან კომახიძე, გიორგი ბარათაშვილი
სამდივნო: მარიამ ხაჭაპურიძე, ირმა ციცქიშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი
——————თ—მ—ფ–წ——ბ—–ქ
სტუ————-4—4—0—0–146-114–8
ბათუმი———4—3—0—1–124-107–6
სამტრედია—–4—2—1—1–136-113–5
პეგასი———–4—2—1—1–116-107–5
ქუთაისი——–4—2—0—2–122-111–4
ქარიშხალა——4—1—0–3–120-144–2
ფოთი————4—0—1–3–118-143–1
იმედი———–4—0—1—3—94-135–1
გია ჯაფარიძის ფოტო: სტუ-ბათუმი, უტევს თემურ ორჯონიკიძე