11/05/14 ქალების ყველა თასი დარიგდა
დასრულდა 2013 სეზონის ქალთა სახელბურთო ევროტურნირები. წინა კვირას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უნგრეთის დიორი ეტო გახდა, დღეს კი გაიმართა დანარჩენი სამი ტურნირის საპასუხო ფინალური მატჩები.
EHF თასი მოიპოვა რუსეთის ლადა ტოლიატიმ, რომელმაც ორი მატჩის ჯამში დაამარცხა დანის ესბიერგი. რუსულ-დანიური დუელი იყო თასების თასზეც, სადაც ვიბორგმა აჯობა ზვენიგოროდის ზვეზდას. ჩელენჯ პარის ფინალში შვედურ ჰოორს შინ ჰქონდა წაგებული ისი პარისთან (19:21), მაგრამ პარიზში 23:21 მოიგო და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით თასი მოიპოვა.
ახლა ჯერი კაცების ფინალებზეა. მომავალ შაბათ-კვირას, 17-18 მაისს ბერლინში EHF თასის ოთხთა ფინალია: კონსტანცა (რუმ) – მონპელიე (საფ), ფუხსე ბერლინი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ). ჩელენჯ კაპის ფინალისტები მეტალოპლასტიკა შაბაცი (სრბ) და სევეჰოფი (შვდ) 18 და 25 მაისს ითამაშებენ, ხოლო 31 მაისს, კიოლნში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: ბარსელონა (ესპ) – ფლენზბურგი (გერ), ვესპრემი (უნგ) – კილი (გერ). ფინალი 1 ივნისსაა დანისნული.
EHF თასი. ფინალი
ესბიერგი (დან) – ლადა ტოლიატი (რუს) 32:32 (25:36)
ჩელენჯ კაპი. ფინალი
ისი პარი (საფ) – ჰოორი (შვდ) 21:23 (21:19)
თასების მფლობელთა თასი. ფინალი
ზვეზდა ზვენიგოროდი (რუს) – ვიბორგი (დან) 23:24 (22:31)
ფოტო: ესბიერგი – ტოლიატი