10/11/14 ხუთი გუნდი უკვე მეორე ეტაპზეა
ქალების ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეორე სტადიაზე გამსვლელი 5 გუნდი უკვე გამოვლინდა – უნგრეთის დიორი, მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, ნორვეგიის ლარვიკი, მაკედონიის ვარდარი და გერმანიის ლაიფციგი.
ბრძოლა მაინც ყველა დარჩენილ მატჩში იქნება, რადგანაც მეორე სტადიაზე ჯგუფებიდან 3-3 გუნდი გავა და ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გაიყოლებს.
თასის მფლობელმა, უნგრულმა დიორი ეტომ ზედიზედ მეორე თამაში მოუგო დანიის ვიბორგს – ამჯერად შინ, 22:20. ანიტა გორბიცი, ვინც წინა კვირაში ორსულად ყოფნა გამოაცხადა, ამჯერად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, მისი გვარი მაინც წერია უნგრეთის ნაკრების 28-მოთამაშიან განაცხადში ევროპის ჩემპიონატისთვის. ევროპირველობა დეკემბერში გაიმართება უნგრეთსა და ხორვატიაში.
დიორის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ფრედ ითამაშეს ხორვატიის ლოკომოტივამ და შვედეთის სავეჰოფმა. დანარჩენი ორი საგზურისთვის სამი გუნდი იბრძვის.
A ჯგუფში მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა ლაიფციგმა, სლოვენიის კრიმსა და რესეთის ვოლგოგრადს კი მიზნის მისაღწევად ცოტა უკლიათ. აქ ავსტრიული ჰიპო აშკარა აუტსაიდერია. B ჯგუფში ამოცანა შეასრულეს შარშანდელი ოთხთა ფინალის მონაწილეებმა, ბუდუჩნოსტმა და ვარდარმა, მესამე ადგილისთვის კი გერმანიის ტიურინგენი და ხორვატიის პოდრავკა იბრძოლებენ. დაბოლოს, D ჯგუფი, სადაც ლარვიკს პირველი ადგილი განაღდებული აქვს, ხოლო მეორე-მესამის პრეტენდენტები საფრანგეთის მეცი, პოლონეთის ლიუბლინი და რუმინეთის ბაია მარე არიან.
პირველი ეტაპი ნოემბერშივე დასრულდება.
ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები.
პირველი ეტაპი. 4 ტური, 8-9 ნოემბერი
A ჯგუფი
ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 1) – ლაიფციგი (გერ, 6) 18:24
კრიმ მერკატორი (სლნ, 4) – დინამო ვოლგოგრადი (რუს, 5) – 24:26
B ჯგუფი
ბუდუჩნოსტი (მნტ, 8) – ტიურინგერი (გერ, 2) – 23:14
ვარდარ სკოპიე (მკდ, 6) – პოდრავკა (ხორ, 0) 35:25
C ჯგუფი
დიორი ეტო (უნგ, 8)– ვიბორგი (დან, 4) 22:20
ლოკომოტივა ზაგრები (ხორ, 2) – სევეჰოფი (შვდ, 2) 23:23
D ჯგუფი
ლარვიკი (ნორ, 8) – ბაია მარე (რუმ, 2) 31:26
მეცი (საფ, 3) – ლიუბლინი (პოლ, 3) 30:30
ფოტო: დიორი ეტო – ვიბორგი