09/06/15 ჩემპიონს პეგასისა და ოქროს ვერძის თამაში გაარკვევს

გლდანში, ცერცვაძის ხელბურთის აკადემიაში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის ტურნირი უმცროსი ასაკის ბიჭებს, 2000-01 წლებში დაბადებულებს შორის. ბოლო ორი ტურის წინ ლიდერობენ ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის პეგასი.

ექვსეული სამი რეგიონული ტურნირის შემდეგ შეირჩა. აღმოსავლეთში გაიმარჯვეს თელავმა და ყვარელმა, დასავლეთში – ფოთმა და ბათუმმა, თბილისის ზონაში – პეგასმა და რუსთავმა. გუნდებს ფინალში გადმოყვათ პირველ ეტაპზე, ერთმანეთში ნათამაშევი მატჩის შედეგი.

ჩემპიონი, ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო დღეს, 11 ივნისს, ფოთელთა და პეგასის ურთიერთშეხვედრაში გაირკვევა. პეგასი შარშანდელი ჩემპიონია, ხოო ფოთი – ბრინჯაოს პრიზიორი.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 2000-01. ფინალური ექვსეული. გლდანი

პირველი ეტაპიდან გამოყოლილი: თელავი – ყვარელი 40-8, ფოთი-ბათუმი 24-17, პეგასი – რუსთავი 25-18

8 ივნისი. ბათუმი – ყვარელი 32-7, პეგასი – თელავი 26-10, ფოთი-რუსთავი 22-21

9 ივნისი. თელავი-ფოთი 16-25, ყვარელი-პეგასი 15-39, ბათუმი-რუსთავი 22-24
პეგასი, ფოთი 6-6 ქულა, რუსთავი, ბათუმი, თელავი 2-2, ყვარელი 0

10 ივნისი. 12:00 პეგასი-ბათუმი 13:00 რუსთავი-თელავი14:00 ფოთი-ყვარელი

11 ივნისი. 12:00 ბათუმი-თელავი 13:00 ყვარელი-რუსთავი 14:00 პეგასი-ფოთი

Leave a Reply