08/05/14 გოგონებმა წაგებით დაიწყეს
ბელარუსში, ქალაქ გროდნოში დაიწყო გოგონათ საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს თექვმეტწლამდელთა ნაკრები თამაშობს. პირველ მატჩში ქართველი ხელბურთელები 22:32 დამარცხდნენ მინსკის გუნდთნ.
შეიკრიბა 6 გუნდი – საქართველოს, ლიტვისა და ბელარუსის ნაკრებები, ასევე მასპინძელთა სამი ქალაქის – მინსკის, გომელისა და გროდნოს გუნდები. შეჯიბრება წრიული სისტემით გაიმართება.
შაბათს ქართველი გოგონები ეთამაშებიან გროდნოს, 10 მაისს – ლიტვისა და ბელარუსის ნაკრებებს, ხოლო 11 მაისს – გომელის გუნდს.
8 მაისი, გროდნო
საქართველო (16) – მინსკი (16) 22:32
საქართველო: ჯავახია, ჩაჩუა – გაბისონია 5, გადელია 5, ქიტესაშვილი 2, ღვალაძე 2, ჩოგოვაძე 2, ჩოხელი 2, ჯაღათაშვილი 1, ვენეცკი 1, მიხელიძე 1, ყველაშვილი 1, ნარიმანიძე, ხურცილავა, ბერიძე
ფოტო: საქართველოს ნაკრები გროდნოში გამგზავრების წინ