08/04/4 ხუთნი სამი საპრიზო ადგილისთვის


საქართველოს ჩემპიონატზე 2001-01 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის სიტუაცია დაიძაბა. საპრიზო ადგილებისთვის 5 გუნდი იბრძვის.

სამშაბათს ლიდერი, პეგასი ისვენებდა.  ზედიზედ მეორე თამაში მოიგო სამტრედიის გუნდმა, რომელმაც დაამარცხა თელავი – 21:15 და 6 ქულა დააგროვა. ამდენივე აქვს გორს, ვინც მოუგო  ფოთს – 25:18. მეორე თამაში მოიგო ქუთაისმაც – ამჯერად ქარიშხალასთან, 27:25. ფოთი და ქუთაისი 4-4 ქულით კვალში უდგანან გორსა და ფოთს.

ყველაფერს გაარკვევს ბოლო ორი ტური, რომელიც სპორტკომპლექს არენაში 9 და 10 აპრილს გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონატი. 2000-01. ბიჭები

საერთო ტური. 7-10 აპრილი, არენა

8 აპრილი

ქარიშხალა – ქუთაისი 25:27

ფოთი – გორი 18:25

თელავი – სამტრედია 15:21

მდგომარეობა: პეგასი 8 ქულა (4 თამაშიდან), გორი 6 (4), სამტრედია 6 (4), ფოთი 4 (4), ქუთაისი 4 (4),  ქარიშხალა 2 (5), თელავი 0 (5)

9 აპრილი

16:00 თელავი – ფოთი

17:00 სამტრედია – გორი

18:00 პეგასი – ქუთაისი

10 აპრილი

16:00 ქუთაისი – გორი

17:00 ფოთი – ქარიშხალა

18:00 პეგასი – სამტრედია

Leave a Reply