07/04/14 პეგასის ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური 2001-01 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის.
პირველ დღეს ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა. თბილისის პეგასმა 26:16 დაამარცხა ფოთი და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. საპრიზო ადგილებისთვის კიდევ 4 გუნდი იბრძოლებს. დღესვე, სამტრედიამ მოუგო თბილისის ქარიშხალას – 16:15, ხოლო ქუთაისმა – თელავის გუნდს – 21:11.
საბოლოოდ ყველაფერი 10 აპრილს გაირკვევა. გოგონების ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონი ფოთი გახდა, მეორე ადგილზე მამული გავიდა, მესამეზე – ქარიშხალა.
საქართველოს ჩემპიონატი. 2000-01.
ბიჭები. საერთო ტური. 7-10 აპრილი, არენა
7 აპრილი
პეგასი – ფოთი 26:16
ქუთაისი – თელავი 21:11
სამტრედია – ქარიშხალა 16:15
მდგომარეობა: პეგასი 8 ქულა (4 თამაშიდან), ფოთი 4 (3), გორი 4 (3), სამტრედია 4 (3), ქარიშხალა 2 (4), ქუთაისი 2 (3), თელავი 0 (4)
8 აპრილი
16:00 ქარიშხალა – ქუთაისი
17:00 ფოთი – გორი
18:00 თელავი – სამტრედია
9 აპრილი
16:00 თელავი – ფოთი
17:00 სამტრედია – გორი
18:00 პეგასი – ქუთაისი
10 აპრილი
16:00 ქუთაისი – გორი
17:00 ფოთი – ქარიშხალა
18:00 პეგასი – სამტრედია