06/04/14 ესპანეთი დასრულდა, წინ ახალი ტურნირებია

ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე. მესამე დღეს ქართველებმა წააგეს ესპანეთთან – 19:41 (10:20). ნორვეგიამ 37:24 მოუგო მონტენეგროს და ესპანეთთან ერთად ფინალურ ტურნირზე გავიდა.

საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში მოხვდა და თუნდაც ერთი მატჩის მოგების შანსი არ ჰქონია, მითუმეტეს, რომ გუნდში სულ 6 კაცი იყო 1994 წელს დაბადებული, დანარჩენები კი 1-3 წლით უმცროსები იყვნენ. გუნდის ყველა მოთამაშემ – როგორც ეროვნული ნაკრების წევრებმა (სიმონია, ორჯონიკიძე, აბრამიშვილი), ასევე ჭაბუკთა ნაკრების მოთამაშეებმა, რომლებიც შეადგენდნენ კიდეც ძირითად ბირთვს, დიდი გამოცდილება მიიღეს. გაისად საქართველოს ორი ასაკობრივი ნაკრები ითამაშებს 19 და 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციას. გაისადვე საქმეში ჩაერთვება საქართველოს გოგონათა ნაკრები, რომელსაც 17-წლამდელთა ევროპირველობის შესარჩევი ტურნირი აქვს, 17-წლამდელთა ორივე სქესის გუნდს კი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი უწევს თბილისში.

წლევანდელმა შესარჩევმა ტურნირმა კი უკვე გამოავლინა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 13 ფინალისტი – მათ დაემატებიან მასპინძელი ავსტრია, ასევე შვედეთი და გერმანია. კვალიფიკაციის მთავარი მოულოდნელობა იყო ხორვატიის ნაკრების ფინალს მიღმა დარჩენა.

ამ უქმეებზე გაიმართა ევროპის 2016 წლის კაცთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეიოფი. პირველ ეტაპზე სულ 9 ქვეყანა თამაშობდა. სამი ჯგუფის გამარჯვებულები – ფინეთი, საბერძნეთი და ესტონეთი შეუწყვილდნენ რუმინეთს, ბოსნიასა და შვეიცარიას. საქრთველოს ნაკრების ამასწინანდელმა მეტოქემ, ფინეთის გუნდმა ორი მატჩის ჯამში მოულოდნელად დაამარცხა რუმინეთი. ფინეთი, ბოსნია და შვეიცარია გავიდნენ ძირითად შესარჩევ ეტაპზე. ტურნირი შემოდგომაზე დაიწყება და მასშ ყველა უძლიერესი გუნდი ითამაშებს გარდა შეჯიბრების მასპინძელ პოლონეთისა.

საქართველოს ეროვნული გუნდი კი 2014 წლის შემოდგომაზე ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება.

ევროპის 20 ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
ოვიედო, ესპანეთი. 4-6 აპრილი, 2014
6
აპრილი

ნორვეგია – მონტენეგრო 37:24

საქართველოესპანეთი 19:41

საქართველო: ცერცვაძე, . სამიტაშვილიორჯონიკიძე 5, ცხვარაშვილი 3, სიმონია 3, აბრამიშვილი 3, გოგოლაძე 2 , ხაჟომია 2, კოხრეიძე 1, სტურუა, გიორგაძე, არსენაშვილი, ალანია, . სამიტაშვილი

ესპანეთი: ბიოსკა, კალე გომესი 8, ლოპესი 5, პლასა 5, არინო 4, პარედესი 4, ასკუე 4, გარსია 3, ფერნანდესი 2, პინეირო 2, სანჩესი 2, სერდიო 1, ლოსანო 1, მარკესი, რეი

5 აპრილი

საქართველონორვეგია 18:38
ესპანეთი – მონტენეგრო 25:24

4 აპრილი
საქართველომონტენეგრო 9:29
ესპანეთინორვეგია 35:27

1 ჯგუფი: ესპანეთი 6, ნორვეგია 4 / მონტენეგრო 2, საქართველო 0

2 ჯგუფი: დანია 6, სლოვაკეთი 2 / პოლონეთი 2, ჩეხეთი 2

3 ჯგუფი: შვეიცარია 5, უნგრეთი 4 / ხორვატია 3, ლიტვა 0

4 ჯგუფი: საფრანგეთი 6, ბელარუსი 3 / რუსეთი 3, უკრაინა 0

5 ჯგუფი: სლოვენია 6, ესტონეთი 4 / ფინეთი 2, თურქეთი 0

6 ჯგუფი: ისრაელი 6 / რუმინეთი 4, ლუქსემბურგი 2, ფარერები 0

7 ჯგუფი: მაკედონია 6 / საბერძნეთი 4, ისლანდია 2, იტალია 0

8 ჯგუფი: სერბეთი 5 / პორტუგალია 4, ჰოლანდია 3, ბრიტანეთი 0

ფინალი: 24 ივლისი-3 აგვისტო, 2014 ავსტრია

 

ევრო 2016. შესარჩევი ტურნირის მეორე სტადია. 1-5 აპრილი, კაცები

რუმინეთი – ფინეთი 32:30, 29:32

საბერძნეთი – ბოსნია 23:28, 22:27

ესტონეთი – შვეიცარია 26:34, 32:31

Leave a Reply