EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

08/12/13 ევროპის ჩემპიონმა აზიის ლიდერი დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ 11 თამაში გაიმართა და ჯგუფური ტურნირის პირველი ტური დასრულდა. განსაკუთრებით მძაფრი ორი თამაში იყო.

 

ევროპის ჩემპიონმა მონტენეგრომ 24:22 დაამარცხა აზიის ჩემპიონი, კორეა. აზიელებს ლიდერობდა მარჯვენა გარემარბი, ვო სუნ ჰე (8 გოლი), მაგრამ მონტენეგროს ჰყავს ორი უკანახაზელი ვარსკვლავი – კატარინა ბულატოვიჩი (7 გოლი, 3 პასი) და მილენა კნეზევიჩი (6). გადამწყვეტი გამოდგა თამაშის ბოლო მონაკვეთი, როდესაც კორეა 21:23 აგებდა და ორი შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნორვეგიამ ორივე ტაიმი 11:10 მოუგო ესპანეთს. 8 გოლი გაიტანა მარჯვენა ინსაიდმა ნორა მორკმა, ხოლო მეკარე კატრინ ლუნდემ 11 ბურთი მოიგერია (35%). ესპანელთა შორის 4-4 გოლით საუკეთესოები იყვნენ ხაზი ბეგონია ფერნანდესი, გარემარბი ელიზაბეთ პინედო და ინსაიდი მარტა მანგე.

დღეს A და B ჯგუფის გუნდები მეორე ტურს გამართავენ. ყველაზე საინტერესო იქნება კორე-ჰოლანდიისა და დანია-იაპონიის თამაშები.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში. 7 დეკემბერი

A ჯგუფი

მონტენეგრო-კორეა 24:22

საფრანგეთი – დრ კონგო 31:13

ჰოლანდია – დომინიკელთა რესპუბლიკა 44:21

B ჯგუფი

ბრაზილია – ალჟირი 36:20

დანია – ჩინეთი 44:21

C ჯგუფი

ანგოლა – არგენტინა 33:23

პოლონეთი – პარაგვაი 40:6

ნორვეგია – ესპანეთი 22:20

D ჯგუფი

უნგრეთი-ჩეხეთი 35:27

გერმანია-ავსტრალია 36:15

რუმინეთი – ტუნისი 27:17

8 დეკემბერი: 18:45 ჩინეთი – ბრაზილია, 19:00 კორეა – ჰოლანდია, 21:00 ალჟირი – სერბეთი, 21:15 კონგო – მონტენეგრო, 23:15 იაპონია – დანია, 23:30 დომინიკელთა რესპუბლიკა – საფრანგეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

 

Leave a Reply