07/03/15 ჩემპიონატს უმცროსი ასაკიც იწყებს

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ორშაბათიდან იწყებს საქართველოს ჩემპიონატის უმცროსი ასაკის ბიჭებს შორის. სანამ უფროსი ასაკის ნაკრები სლოვენიაში იქნება ტურნეზე, 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭები ჩემპიონატის პირველ ეტაპს გამართავენ და 6 ფინალისტს გამოავლენენ.

წლეულს 15 გუნდი შეიკრიბა და რეგიონული პრინციპით სამ ლიგად გადანაწილდა. შარშანდელი ჩემპიონი, პეგასი და ვერცხლის პრიზიორი გორი, მოხვდნენ თბილისის ლიგაში, სადაც 5 გუნდია (პეგასი, გორი, ქარიშხალა, რუსთავი, იმედი). აქ თამაშები უკვე 9 მარტიდან იწყება გლდანში.

11-14 მარტს დასავლეთის 6 გუნდი, მათ შორის – შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი, ფოთის ოქროს ვერძი, შეიკრიბება სენაკში (ფოთი, წყალტუბო, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ბათუმი). კახეთის 4 გუნდი (თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი) 13-14 მარტს თელავში გამოავლენს აღმოსავლეთის ლიგის პრიზიორებს.

სამივე ლიგიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გადის ფინალურ ტურნირზე, რომელიც აპრილში გაიმართება. აპრილშივე გამოვლიდება საქართველოს ჩემპიონი ამავე ასაკის გოგონებს შორის.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 2000-01

თბილისის ლიგა, 9-13 მარტი, გლდანი

9 მარტი. 16:00 ქარიშხალა-გორი, 17:00 იმედი-რუსთავი

10 მარტი. 16:00 გორი-პეგასი, 17:00 რუსთავი-ქარიშხალა

11 მარტი. 16:00 პეგასი-იმედი, 17:00 რუსთავი-გორი

12 მარტი. 16:00 პეგასი-რუსთავი, 17:00 იმედი-ქარიშხალა

13 მარტი. 16:00 გორი-იმედი, 17:00 ქარიშხალა-პეგასი

დასავლეთის ლიგა, 11-14 მარტი, სენაკი

11 მარტი. 13:30 წყალტუბო-ბათუმი, 14:45 ქუთაისი-სამტრედია 16:00 ფოთი-ზუგდიდი

12 მარტი. 12:00 ზუგდიდი-ქუთაისი, 13:20 ბათუმი-ფოთი, 14:40 წყალტუბო-ქუთაისი, 16:00 სამტრედია-ზუგდიდი

13 მარტი. 12:00 სამტრედია-ბათუმი, 13:20 ქუთაისი-ფოთი, 14:40 ზუგდიდი-ბათუმი, 16:00 წყალტუბო-სამტრედია

14 მარტი. 12:00 ფოთი-სამტრედია, 13:20 ზუგდიდი-წყალტუბო, 14:40 ქუთაისი-ბათუმი, 16:00 ფოთი-წყალტუბო

აღმოსავლეთის ლიგა, 13-14 მარტი, თელავი

13 მარტი. 14:00 თელავი-გურჯაანი 15:15 ყვარელი-ლაგოდეხი

14 მარტი. 11:00 თელავი-ყვარელი 12:15 გურჯაანი-ლაგოდეხი 15:00 ყვარელი-გურჯაანი 16:15 ლაგოდეხი-თელავი

Leave a Reply