EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

07/10/13 ქალების ჩემპიონთა ლიგა დაიწყო


ამ უქმეებზე დაიწყო სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი ქალთა შორის.

ამ ეტაპს 16 უძლიერესი გუნდი შემორჩა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ბრძოლას გააგრძელებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც გამოავლენს 4 ნახევარფინალისტს.

ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, უნგრულმა დიორი ეტომ შინ გაანადგურა ოდესღაც ძლევამოსილი ავსტრიული გუნდი, ჰიპო ნიდეროსტერრაიხი – 41:22. ავსტრიელებს ჩემპიონთა თასი რვაჯერ აქვთ მოგებული, უკანასკნელად – 2000 წელს.

შარშანდელმა ფინალისტმა, ნორვეგიული ლარვიკმა შინ მოუგო ხორვატიის პოდრავკას – 34:18, ხოლო ნორვეგიელი ლინ-კრისტინ კორენ-რიგელჰუტი ტურის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 12 გოლით.

ყველაზე დაძაბული გამოდგა შეხვედრა საფრანგეთში, სადაც მეცი დამარცხდა გერმანულ ლაიპციგთან – 22:23.

მეორე ტური გაიმართება 11-13 ოქტომბერს. ამავე უქმეებზე მესამე ტურია კაცების ჩემპიონთა ლიგაში.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი. 1 ტური. 5-6 ოქტომბერი

A ჯგუფი: დიორი ეტო (უნგ) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 41:22, ტიურინგერი (გერ) – ბაია მარე (რუმ) 36:29. B ჯგუფი: მიდტიულანდი (დან) – ფერენცვაროში (უნგ) 32:23, ბუდუჩნოსტი (მნტ) – ლიუბლინი (პოლ) 31:19. C ჯგუფი: მეცი (საფ) – ლაიპციგი (გერ) 22:23, კრიმ მერკატორი (სლნ) – სევეჰოფი (შვდ) 36:28. D ჯგუფი: ლარვიკი (ნორ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 34:18, ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) – ვარდარი სკოპიე (მკდ) 19:23

 

Leave a Reply