05/10/09 ჭაბუკთა ჩემპიონატი სენაკში გრძელდება

საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის საქმეში დასავლეთის ხუთეული ერთვება. სამტრედიის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები ორშაბათს სენაკში პირველ წრეს დაიწყებენ.

წლევანდელ გათამაშებაში არ მონაწილეობს დასავლეთის შარშანდელი ჩემპიონი, ფოთის გუნდი. ფოთელები ამ სეზონში უმაღლესი ლიგის გუნდის გამოყვანას აპირებენ და მთელი ძალები აქეთ მიმართეს, ჭაბუკთა გუნდის მოთამაშეები კი სხვადასხვა კლუბებში გადანაწილდნენ.

თბილისისა და აღმოსავლეთის ლიგის ხუთეულებმა პირველი წრე უკვე გამართეს თბილისში. სამივე ლიგა ორწრიან შეჯიბრებას წლის ბოლომდე დაასრულებს და გამოავლენს აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ჩემპიონებსა და პრიზიორებს. 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი გავა მეორე ეტაპზე. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ექვსეული. ყოველ ეტაპზე ქულათა ათვლა ნულიდან დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. ბიჭები, 1998-99

დასავლეთის ლიგა: სამტრედია, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი

პირველი წრე, სენაკი. 6-9 ოქტომბერი

6 ოქტომბერი

14:00 წყალტუბო-ზუგდიდი

15:30 ბათუმი – სამტრედია

7 ოქტომბერი

12:00 ქუთაისი – სამტრედია

13:30 ზუგდიდი – ბათუმი

15:00 ქუთაისი – ბათუმი

8 ოქტომბერი

12:00 ბათუმი – წყალტუბო

13:30 ზუგდიდი – ქუთაისი

15:00 სამტრედია – წყალტუბო

9 ოქტომბერი

14:00 წყალტუბო – ქუთაისი

15:30 სამტრედია – ზუგდიდი

განაცხადები

სამტრედია

1.ლაშა ქავზინაძე 12. ტატო გაგუა – 2. გიორგი ბოცვაძე 3. გიორგი წითელიშვილი 4. გიორგი გეგია 5. გიორგი ანტონოვიჩი 6. ზურაბ გოგავა 7. ჯონი გოგოხია 8. ბექა დუნდუა 9. გია ცხვარაძე 10. ლაშა ცხვარაძე 11. რობერტ ხვიცია 13. რამაზ ზურაბიანი 14. ნიკოლოზ ძნელაძე

მწვრთნელები: ავთო ქავზინაძე, ალექსანდრე ხონელიძე, ლექსო წითელიშვილი

ზუგდიდი

1.მურმან ხასია4. გიგა ტაბაღუა 5. არჩილ ძაძამია 6. ნიკა ჩახაია 7. ნოდარ კვარაცხელია 8. დავით ჭკადუა 9 ლაშა ყუფუნია 10. სანდრო შედანია 11. ზაურ ბულია 12. დავით ესართია 13. დემურ ხურციძე 14. ირაკლი გოგოხია 15. ლუკა ეხვაია 20. ილია ჭანტურია

მწვრთნელები: ნელი ფარცვანია, ეკა გვარამია

წყალტუბო

1.გიორგი აფხაძე 16. შოთ ჯანელიძე – 2. ლაშა ჭოლოკავა 3. ნოდარ ბაბუნაშვილი 4. გიორგი მეტონიძე 5. გიგა ნემსიწვერიძე 6. გიორგი აფხაძე 7. ლუკა ბენდელიანი 8. რომან ბაბუნაშვილი 9. თორნიკე დარსაველიძე 10. გიორგი ხელაძე 11. რევაზ კუჭავა

მწვრთნელები: ნოე გოგავა, გელა ჯანელიძე

ქუთაისი

1.შალვა ფაილოძე 12. გიორგი კუპატაძე – დემურ ნოდია 3. ბიძინა გიორგაძე 4. თორნიკე სულაბერიძე 5. ივერი თოდაძე 7. გიგა მამისეიშვილი 9. გიორგი იაშვილი 11. შოთა არსენიძე   13. ზაურ რობაქიძე 17. ნოდარ ეგუტიძე 20. გიორგი მერკვილაძე 22. ვახტანგ ჯავახაძე 23. სანდრო კვიცარიძე

მწვრთნელები: გია თავხელიძე, დავით გობეჯიშვილი, ალექსანდრე ბოყოჩაძე

ბათუმი

1.ალეკო დავითაძე 12. გიორგი კოკაშვილი 16, ნიკა ქათამაძე – 3. დავით კეკელიძე 4. ლევან დიასამიძე 6. გიორგი ქათამაძე 7. ნიკა მახაჭაძე 8. მამუკა სიხარულიძე 9. გიორგი კოტიშაძე 10. მანუჩარ მალაყმაძე 11. სულხან ბოლქვაძე 13. ლაშა მამულაძე 14. საბა ბიბილეიშვილი

მწვრთნელი: მაია შალამბერიძე

Leave a Reply