05/06/14 ქართველი მსაჯები კვალიფიკაციას იმაღლებენ
ხელბურთის ფედერაციაში ოთხდღიან სემინარს ატარებს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წესების კომიტეტის წევრი, შანდორ ანდორკა.
სემინარის თემაა მსაჯობის ტენდენციები თანამედროვე ხელბურთში. გრაფიკი საკმაოდ დაძაბულია. დილით მონაწილეებს თეორიული კურსი აქვთ, რომელიც მოიცავს ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი თამაშების განხილვას სამსაჯო კუთხით, ნაშუადღევს უნგრელი სტუმარი ესწრება საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს და მეორე დღეს ამ თამაშების მსაჯობასაც განიხილავს.
სემინარს ესწრებიან საქართველოს ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები, მატჩების დელეგატები და მწვრთნელები. ანდორკას აზრით, მწვრთნელების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ისევე კარგად უნდა იცნობდნენ თანამედროვე ხელბურთის მსაჯობის უკანასკნელი ტენდენციებს, როგორც არბიტრები.
შანდორ ანდორკა ცნობილი საერთაშორისო ექსპერტია. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) სამსაჯო კომიტეტს, ამჟამად კი საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, ხოლო საერთაშორისო ფედერაციაში (IHF) თამაშის წესების კომისიაში მოღვაწეობს.
სემინარი 6 ივნისს დასრულდება.