04/05/15 უნგრეთი, დანია, საფრანგეთი – სამი ფინალისტი ცნობილია
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მესამე და მეოთხე ტურები გაიმართა, რის შემდეგაც სამმა გუნდმა – უნგრეთმა, დანიამ და საფრანგეთმა, ფინალური ეტაპის საგზურები უკვე გაინაღდა. კვალიფიკაცია ივნისში დასრულდება.
საფრანგეთს მძიმე თამაში ჰქონდა სკოპიეში – კირილ ლაზაროვის ლიდერობით მაკედონიამ ბოლო წუთზე მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა, მაგრამ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაინც მოიგო, 27-25, შინ ტულუზში კი უკვე იოლად გაიმარჯვა – 35-24. მეორე საგზურისთვის აქ ჩეხეთი და მაკედონია იბრძოლებენ, მათი პირველი მატჩი ჩეხეთში ფრედ დასრულდა.
უნგრეთმა საბჭოთა კავშირის, რუსეთისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, ტალანტ დუიშებაევის მწვრთნელობით ორჯერ მოუგო რუსეთს და პოლონეთის ბილეთები დაუკვეთა. ამ ჯგუფში ერთი მატჩი გადადებულია, რადგანაც ზუსტად შარშან, ნოემბრის დასაწყისში, რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. ამ ორი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს მინსკში, 10 და 11 ივნისს შეხვდებიან, თუმცა, უკრაინას მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, მეორე საგზურს კი რუსეთი და პორტუგალია გაითმაშებენ. რუსებს პირველი მატჩი, პორტუგალიაში მოგებული აქვთ და 14 ივნისს შინ მიიღებენ კონკურენტს.
დანიამ ორჯერ მოუგო ბელარუსს და მხოლოდ მეორე ადგილის შანსი დაუტოვა. ამ ჯგუფში ყველაზე დაძაბული ვითარებაა, რადგან ერთი საგზურისთვის სამი გუნდი, ბოსნია, ლიტვა და ბელარუსი იბრძვის.
მეშვიდე ჯგუფს 6-6 ქულით ლიდერობენ გრანდები, ესპანეთი და გერმანია, რომელთაც ერთმანეთში ჰქონდათ თამაშები. გერმანიამ მოიგო მანჰაიმში (29-28), მაგრამ დამარცხდა ლეონში – 20-26. პოლონეთში გასამგზავრებლად ამ ორ გუნდს ებრძვის ავსტრია, რომელსაც 4 ქულა აქვა და ივნისში ესპანეთს მასპინძლობს, ხოლო გერმანიას – სტუმრად ეწვევა.
დანარჩენ ჯგუფებში ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვიან ხორვატია, ნორვეგია და ჰოლანდია; შვედეთი, სლოვენია, ლატვია; მონტენეგრო, ისლანდია, სერბეთი.
ბოლო ორი ტური 10-11 და 13-14 ივნისს გაიმართება. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამეადგილოსანი, სულ 15 გუნდი. დანარჩენი 13 გადაერთვება მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე. მათ დაემატება 9 ქვეყანა, რომელიც ამჟამად ევრო 2018-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე თამაშობს, მათ შორის – საქართველოს ნაკრებიც.
ხელბურთი. ევრო 2016. კვალიფიკაცია, მთავარი რაუნდი
ფინალურ ეტაპზე გადის 2-2 გუნდი და საუკეთესო მესამე
3-4 ტური. 29-20 აპრილი/2-3 მაისი, 2015
1 ჯგუფი
თურქეთი-ჰოლანდია 23-30, 21-31
ნორვეგია-ხორვატია 27-26, 25-31
ხორვატია 6 ქულა, ნორვეგია 6 – ჰოლანდია 4, თურქეთი 0
2 ჯგუფი
ბელარუსი-დანია 27-36, 23-32
ბოსნია-ლიტვა 26-23, 15-19
დანია 8, ბოსნია 3 – ბელარუსი 3, ლიტვა 2
3 ჯგუფი
შვედეთი-სლოვენია 28-24, 28-28
ლატვია-სლოვაკეთი 25-18, 23-22
შვედეთი 7, სლოვენია 5 – ლატვია 4, სლოვაკეთი 0
4 ჯგუფი
ისლანდია-სერბეთი 38-22, 25-25
ისრაელი-მონტენეგრო 19-22, 27-33
მონტენეგრო 6, ისლანდია 5 – სერბეთი 5, ისრაელი 0
5 ჯგუფი
რუსეთი-უნგრეთი 23-27, 25-29
უკრაინა-პორტუგალია 26-32, 24-34
უნგრეთი 8, პორტუგალია 4 – რუსეთი 2 (3 თამაშიდან), უკრაინა 0 (3)
6 ჯგუფი
მაკედონია-საფრანგეთი 25-27, 24-35
შვეიცარია-ჩეხეთი 26-30, 25-29
საფრანგეთი 8, ჩეხეთი 5 – მაკედონია 3, შვეიცარია 0
7 ჯგუფი
გერმანია-ესპანეთი 29-28, 20-26
ფინეთი-ავსტრია 23-26, 22-29
ესპანეთი 6, გერმანია 6 – ავსტრია 4, ფინეთი 0
ევრო 2016 გაიმართება წლის იანვარში, პოლონეთში
ფოტო: მაკედონია-საფრანგეთი