04/02/15 ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება
5 თებერვალს გლდანში, ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში განახლდება ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატი. სამ დღეში, ხუთშაბათს, პარაკევს და შაბათს 8 გუნდი პირველ წრეს დაასრულებს. ამასთან და 2015 წლის სხვა სახელბურთო გეგმებთან დაკავშირებით, 15 საათზე გლდანში პრესკონფერენციაც გაიმართება.
რეგულარული პირველობის დასრულებამდე სათამაშო დარჩება კიდევ ერთი წრე, რომელიც ოდნავ განსხვავებული ფორმატით გაიმართება. 2 ტურს 27-28 თებერვალს უმასპინძლებს ქუთაისი, 13-14 მარტს რვავე გუნდი ბათუმს ეწვევა და იქ კიდევ 2-2 მატჩს გამართავს, ხოლო ბოლო 3 ტური გაიმართება თბილისში, 2-4 აპრილს. ამის შემდეგ გამოვლინდება ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეული, რომელიც 15-16 მაისს ოთხთა ფინალს გამართავს პლეიოფის სისტემით, რაც საქართველოს ჩემპიონატისთვის სიახლეა.
პირველი ტური 7-11 დეკემბერს გაიმართა გლდანში, ამის შემდეგ კი გუნდების შემადგენლობაში კიდევ მოხდა ცვლილებები.
კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაკარგა ქვეყნის ჩემპიონმა და ამ პირველობის ლიდერმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა – ბათუმში გადავიდა ეროვნული ნაკრების ორი მოთამაშე – პივოტი შოთა გრიშიკაშვილი და მარცხენა გარემარბი ილია გოგალაძე, სამტრედიაში – ინსაიდი გიორგი იობაშვილი, სანაცვლოდ, მწვრნელმა ირაკლი კეკელიძემ დაიმატა იმედის ორი მოთამაშე, რობერტ ბეჟანიშვილი და და ირაკლი ჩაკვეტაძე, ასევე აზერბაიჯანელი ჯავიდ აბდულაევი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია.
სამმა ხელბურთელმა, ზურაბ სიმონიამ (ბათუმი), ლექსო წითელიშვილმა (სამტრედია) და ირაკლი ხიდეშელმა (სტუ) თურქეთის პირველი ლიგის კლუბ ტრაბზონ აქჩაბათთან გააფორმა კონტრაქტი. ბათუმელებმა გუნდი გოგალაძითა და გრიშიკაშვილით შეავსეს, ხოლო სამტრედიამ იობაშვილის გარდა დაიმატა ბათუმელი ირაკლი ნარსია.
სხვა ცვლილებები უმნიშვნელოა. ფინალური ოთხეულში გასასვლელად ალბათ 5 გუნდი – სტუ, ბათუმი, სამტრედია, პეგასი და ქუთაისი იბრძოლებს. თამაშები გლდანის დარბაზში 12 საათიდან დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატი. კაცები
პირველი წრე, მეორე ტური. გლდანი, 5-7 თებერვალი
5 თებერვალი
12:00 იმედი – ქარიშხალა
13:30 სამტრედია – ფოთი
15:00 ბათუმი – ქუთაისი
16:30 სტუ – პეგასი
6 თებერვალი
12:00 ქუთაისი-სამტრედია
13:30 პეგასი-იმედი
15:00 ფოთი-ბათუმი
16:30 ქარიშხალა-სტუ
7 თებერვალი
12:00 ქუთაისი-ფოთი
13:30 ბათუმი-სამტრედია
15:00 სტუ-იმედი
16:30 პეგასი-ქარიშხალა
——————თ—მ—ფ–წ——ბ—–ქ
სტუ————-4—4—0—0–146-114–8
ბათუმი———4—3—0—1–124-107–6
სამტრედია—–4—2—1—1–136-113–5
პეგასი———–4—2—1—1–116-107–5
ქუთაისი——–4—2—0—2–122-111–4
ქარიშხალა——4—1—0–3–120-144–2
ფოთი————4—0—1–3–118-143–1
იმედი———–4—0—1—3—94-135—1
—
სტუ
1.არჩილ სამიტაშვილი 12. ლაშა სიხარულიძე 16. ავთო მღებრიშვილი – 4. ირაკლი ჩაკვეტაძე 5. გიორგი გვაზავა 7. თემურ ორჯონიკიძე 9. იოსებ სამიტაშვილი 14. გიორგი აბაშიძე 15. ირაკლი გოგოლაძე 17. თორნიკე მაისაშვილი 19. ჯავიდ აბდულაევი 20. მამია კობახიძე 26. შალვა სტურუა 39. მეთოდე ჭელიძე 31. რობერტ ბეჟანიშვილი 88. ლევან ოსიყმაშვილი – მწვ. ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე
მითი, ბათუმი
1.ჯონი ცერცვაძე – 4. იგორ ვინოგრადსკი 5. გურამ გოგიჩაიშვილი 6. რეზო ჭანტურია 7. გიორგი ქავთარაძე 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. ვანო ქარდავა 10. უჩა გამზარდია 11. ოთარ ამირანაშვილი 13. ილია გოგალაძე 14. ნიკოლოზ ჯორბენაძე 15. ნუკრი ვარშანიძე 18. შოთა გრიშიკაშვილი 22. ლევან ბერძენიშვილი 39. გიორგი სურმავა – მწვ. მერაბ ჭანტურია, გია ბზეკალავა
სამტრედია
16.გიორგი სამყურაშვილი 22. ალექსანდრე ხონელიძე – 3. გიორგი გეგია 4. გიორგი ღაღანიძე, 5. გიორგი კობახიძე 6. ირაკლი ნარსია 7. გოგიტა ნიკურაძე 8. ვეფხია ზურაბიანი 9. ირაკლი თევზაძე 10. გიორგი იობაშვილი 11. გიორგი ანტონოვიჩი 12. გიორგი ბოცვაძე 13. ჯაბა ხაჟომია 14. გიორგი წივწივაძე 15. გიორგი ზაქარეიშვილი 17. ლევან სიხარულიძე – მწვ. გიორგი ხელისუფალი, ავთანდილ ქავზინაძე
პეგასი
12.ზურაბ ცინცაძე 22. დემეტრე ნარსია – 3. გივი გიორგაძე 4. ნიკოლოზ ლეჟავა 8. მიხეილ ნაზღაიძე 9. გიორგი სახვაძე 10. ვლადიმერ ბაძაღუა 11. გიგა კოხრეიძე 13. ნოდარ მაისურაძე 14. ლუკა გაწერელია 19. ალექსანდრე ცხვარაშვილი 23. გიგა ზარნაძე 35. თორნიკე პეტრიაშვილი 71. გიორგი დიხამინჯია 99. ბაკურ ცოტაძე – მწვ. ტიტე კალანდაძე, ლევან გელაშვილი
ქუთაისი
1.კორნელი ანდრიაძე 2. გიორგი კუპატაძე – 3. მირიან ჩიხლაძე 5. კარლო მათნაძე 6. ბექა ტუღუში 8. გიორგი მერკვილაძე 10. ირაკლი კბილაშვილი 11. ჯუმბერ ჯუღელი 14. უჩა კობახიძე 15. ეროსი მამასახლისი 17. გიორგი კვერნაძე 18. უჩა მაისურაძე 21. ომარ ქუთათელაძე 22. აკაკი ყაველაშვილი – მწვ. ალექსანდრე ბოყოჩაძე, ზურაბ ყაველაშვილი, დავით გობეჯიშვილი, გრიგოლ თავხელიძე
ქარიშხალა
1.სანდრო ხანდოლიშვილი 18. დავით მამულაშვილი – 4. გიორგი დოლმაზაშვილი 3. თამაზ კორაშვილი 5. ლუკა ბენდელიანი 6. ლექსო სხვიტარიძე 7. გიგი ფერაძე 8. მიხეილ ჭინჭარაძე 9. ლევან მამულაშვილი 10. ზაზა ფერაძე 11. ერეკლე არსენაშვილი 13. ლუკა ბულბულაშვილი 14. გიორგი შევჩენკო 15. გიორგი კვირკველია 23. არჩილ ქურასბედიანი – მწვ. გიორგი ქობელაშვილი, ზაზა ფერაძე, ელზა მერაბიშვილი
ოქროს ვერძი, ფოთი
12.იური ზარგინავა 90. გიორგი ჭანტურია – 3. ირაკლი გოგიშვილი 4. თორნიკე ნემსაია 6. ზურაბ მელქოშვილი 7. ალექსანდრე ხუნჯუა 8. კახაბერ დაგარგულია 9. თენგიზ ბერაია 10. გიორგი მიქაძე 11. ნიკოლოზ ბაჯალაძე 22. გიორგი ბიბილეიშვილი 77. გელა ჟვანია 88. ომიკო ალანია – მწვ: თემურ ჭანტურია, დარეჯან გეფერიძე, ჯუმბერ კუცია, სერგო შონია
იმედი
1.გიორგი ხარაიშვილი 12. ნოდარ ლორია – 3. დავით ყორიაული 4. ზაალ ზაალიშვილი 6. ირაკლი მელაშვილი 7. ხაზეინ რუსტამოვი 9. ბექა ჩკვილაძე 10. ენრიკე ბაზანოვი 11. გიორგი თურქაძე 13. გიორგი მიქავა 17. გიგა ბაინაზიშვილი 18. ნოდარ გოგუა 19. ვუსალ ჰუსეინოვი 20. თორნიკე მღებრიშვ ილი 27. ზეზვა იობაშვილი 55. გიორგი ფურცელაძე – მწვ. მერაბ მეტრეველი, ზაზა სამადაშვილი, გივი შარანგია, იური გოგიაშვილი