03/11/13 საქართველო – ფინეთი 26:19

საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში 26:19 დაამარცხა ფინეთი და განაგრძობს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას.

პირვლი ტაიმი ძალიან მძიმე ბრძოლაში გაილია. ფინეთი სულ ლიდერობდა, ერთი ხანობა 3 ბურთით და ტაიმი 10:8 მოიგო. გარდატეხა მოხდა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, როდესაც 11:11-ის მერე საქართველომ ზედიზედ 8 გოლი გაიტანა და 19:11 დაწინაურდა, მერე კი სხვაობა 10 ბურთამდეც გაზარდა.

ჩვენი ჯგუფის ლიდერია ლიტვა, რომელმაც თურქეთში 23:20 დაამარცხა მასპინძლები და 4 ქულა აქვს, 2-2 ქულით საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები არიან.

მომდევნო მატჩი 2 იანვარს გვექნება თურქეთში. პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ჯგუფი (პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული)

საქართველო – ფინეთი 26:19

3 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)

დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)

3 000 მაყურებელი

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძეჭანტურია 6, დათუკაშვილი 5, მსხვილიძე 5, ჩიქოვანი 4, რუსია 4, გამზარდია 2, გვაზავა, გოგალაძე, მაისურაძე, ორჯონიკიძე, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია (მწ. რასიჩი)

ფინეთი: ნორდკვისტი, მიაკელა 1 ტამინენი 4, სუნდბერგი 4, . ბრომანი 3, კილსტედტი 2, ვალო 2, . ბრომანი 1, კორპიმიაკი 1, რონბერგი 1, კოლიონენი, ოიალა, აუერი, სიომანი (მწ. ტულანდერი)

ლიტვა 4 ქულა, საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო

2 ჯგუფი: სლოვაკეთი 2 / რუმინეთი 2, იტალია 0, კვიპროსი 0

(სლკ-კვი 35:14, იტა-რუმ 22:23 – 03/11 კვი-იტა, რუმ-სლკ)

3 ჯგუფი: უკრაინა 2 / სლოვენია 2, შვეიცარია 0, ლუქსემბურგი 0

(ლუქ-უკრ 34:38, სლნ-შვც 33:30 – 03/11 შვც-ლუქ, უკრ-სლნ)

4 ჯგუფი: ჰოლანდია 2 / ბელგია 2 ისრაელი 0, საბერძნეთი 0

(ჰოლ-საბ 25:20, ბელ-ისრ 29:28 – 03/11 ისრ-ჰოლ, საბ-ბელ)

5 ჯგუფი: ბოსნია 2 / ლატვია 2, ესტონეთი 0, პორტუგალია 0

(პორ-ლატ 26:29, ესტ-ბოს 26:29 – 03/11 ლატ-ესტ, ბოს-პორ)

მსოფლიო ჩემპიონატი: იანვარი, 2015, ყატარში. მონაწილეობს 24 გუნდი. მასპინძელი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი შერჩევის გარეშე ითამაშებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს. 3 საგზურს მიიღებს ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი (იანვარი, 2014, დანია. მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში, შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს კიდევ 9 ფინალისტს.

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

 

Leave a Reply