01/04/15 პეგასმა მოიგო, ბრძოლა გრძელდება

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის მე-12 ტურში, თბილისის პეგასმა 27-23 დაამარცხა უშუალო კონკურენტი, ბათუმი და ფინალურ ოთხეულში გასვლის შანსი შეინარჩუნა. პეგასი ბათუმს 3 ქულით ჩამორჩება რეგულარული ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე.

თბილისელებს პირველი მატჩი 2 ბურთით ჰქოდათ წაგებული ახლა კი ბათუმთან პირად შეხვედრებში უპირატესობა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 2 მატჩში, ქუთაისთან და სამტრედიასთან, ბათუმელებს 1 ქულა არ ჰყოფნით და ერთი მოგება სჭირდებათ მეოთხე ადგილის დასაბევებლად, თავის მხრივ, პეგასმა აუცილებლად უნდა მოუგოს ფოთსა და ქარიშხალას. ბოლო ორი ტური 2 და 3 აპრილს ჩატარდება გლდანში, ფინალური ოთხეულის ტურნირი კი – 15-16 მაისს. სტუს, სამტრედიასა და ქუთაისს იქ ასპარეზობა უკვე განაღდებული აქვთ.

ბათუმ-პეგასის მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ტაიმი 13-13 მორჩა, დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე ანგარიში 20-20 იყო. აქ ბათუმმა ცხვარაშვილის გაძევების გამო ორწუთიანი მეტობა მიიღო და ორი ბურთითაც დაწინაურდა – 22-20, მაგრამ ტიტე კალანდაძის გუნდმა 7-1 მოიგო ბოლო მონაკვეთი დიხამინჯიას ორი სწრაფი გარღვევის, მარჯვენა ინსაიდ ლეჟავას შედეგიანი პასებისა და პივოტ კოხრეიძის კარგი თამაშის წყალობით.

დღესვე სტუ-მ დაამარცხა იმედი 37-21, სამტრედიამ – ქარიშხალა 49-37, ხოლო ქუთაისმა – ფოთი 43-37.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

გლდანი. 1 აპრილი, 12 ტური

იმედი – სტუ 21-37

იმ: ხარაიშვილი, ლორია, ლილუაშვილი – ზ. იობაშვილი 4, ჰუსეინოვი 3, რუსტამოვი 2, მიქავა 2, ტიგიშვილი 2, გოზალოვი 2, ბაზანოვი 2, ბაინაზიშვილი 1, მღებრიშვილი 1, გოგუა 1, მელაშვილი 1, ყორიაული, ფურცელაძე

სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – გოგოლაძე 7, მ. კობახიძე 6, ბეჟანიშვილი 5, ჭელიძე 4, სტურუა 4, მაისაშვილი 3, ჩაკვეტაძე 3, აბაშიძე 2, ოსიყმაშვილი 2, ი. სამიტაშვილი 1, აბდულაევი, გვაზავა

სამტრედია – ქარიშხალა 49-37

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – ნიკურაძე 12, ხაჟომია 8, გ. იობაშვილი 6, სიხარულიძე 6, წივწივაძე 5, გ. კობახიძე 5, ვ. ზურაბიანი 4, ღაღანიძე 2, ი. ნარსია 1, თევზაძე

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 17, არსენაშვილი 7, ზ. ფერაძე 6, ლ. მამულაშვილი 5, შევჩენკო 2, ჭინჭარაძე, კორაშვილი, კვირკველია, ქურასბედიანი

ბათუმი – პეგასი 23-27

ბათ: ცერცვაძე – სურმავა 7, გოგალაძე 5, ამირანაშვილი 4, გამზარდია 4, ქარდავა 2, ჯორბენაძე 1, აბრამიშვილი, გრიშიკაშვილი, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი

პეგ: ცინცაძე – ცხვარაშვილი 6, კოხრეიძე 5, დიხამინჯია 5, აბჟანდაძე 3, ზარნაძე 3, ბაძაღუა 2, მაისურაძე 1, ლეჟავა 1, გიორგაძე 1, ნაზღაიძე

ქუთაისი – ფოთი 43-37

ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – მათნაძე 12, კბილაშვილი 10, კვერნაძე 10, უ. მაისურაძე 5, ჩიხლაძე 4, მერკვილაძე 2, უ. კობახიძე, ჯუღელი, ტუღუში

ფოთ: ზარგინავა – ალანია 11, ბიბილეიშვილი 8, მიქაძე 6, დაგარგულია 5, ჟვანია 5, ბაჯალაძე 1, ხუნჯუა 1, კუჭავა

მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, ა. კომახიძე

მდგომარეობა–თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ

სტუ————-12–12—0—0–407-313-24

სამტრედია—–12—9—1—2–444-338-19

ქუთაისი——–12—9—0—3–396-342-18

ბათუმი———12—7—0—5–392-317-14

პეგასი———–12—5—1—6–339-318-11

ქარიშხალა——12—4—0–8–365-412–8

ფოთი———–12—01--11–344-484–1

იმედი———–12—0—1–11–273-436–1

2 აპრილი, 13 ტური

12:00 სტუ – სამტრედია

13:30 პეგასი – ფოთი

15:00 ქუთაისი – ბათუმი

16:30 ქარიშხალა – იმედი

3 აპრილი, 14 ტური

12:00 ფოთი – იმედი

13:30 სამტრედია – ბათუმი

15:00 სტუ – ქუთაისი

16:30 პეგასი – ქარიშხალა

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია – 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი – 15-16 მაისი, თბილისი

Leave a Reply