ჭაბუკთა ნაკრების პირველი სელექცია

2019 წელს საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის ხელბურთის ჭაბუკთა ნაკრების ახალი თაობა, 2002-03 წლებში დაბადებულები. გუნდს ივლისის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატი აქვს გეტებორგში, შვედეთი. მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს 51 კანდიდატი და მათთან პირველი, მოკლევადიანი შეკრებაც გამართეს. 

კანდიდატებს შორის არიან ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ცამეტივე კლუბის ხელბურთელები. ნაკრები ივლისამდე მზადების ინტენსიურ ციკლს გაივლის – საწვრთნელი შეკრებებითა და ამხანაგური მატჩებით. ცხადია, კანდიდატთა წრეც თანდათან შევიწროვდება.

ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონატი საწყის ეტაპზე ორ, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიგებში მიმდინარეობს. შესაბამისად შეირჩა მწვრთნელთ შტაბიც. დასავლეთის მიმართულებას ხელმღვანელობს ამ ლიგის შარშანდელი ჩემპიონისა და წლევანდელი ლიდერის, სამტრედიის მწვრთნელი გიორგი ხელიდუფალი, ხოლო ანალოგიურად, აღმოსავლეთისას – გიორგი სახვაძე (თბილისის პეგასი). კოორდინატორი გახლავთ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრი, გიორგი გვაზავა. მეკარეების მწვრთნელია ამირან კომახიძე.  

პირველი საკონტროლო თამაშები, თებერვალშივე გვექნება – სავარაუდოდ, აზერბაიჯანელ თანატოლებთან.

ხელბურთი. 17-წლამდელთა ნაკრები. პირველი სელექცია

მეკარეები: ნოდარ ანთიძე (ბათუმი), ბექა კეკუა (ფოთი), ელიზბარ ჩხიკვაძე (ხელვაჩაური), ნაზიმ ალიევი (ქარიშხალა), ლუკა გორგოძიანი (პეგასი), თენგიზ ტაბატაძე (ქარელი), ლუკა მანაგაძე (თელავი)

უკანა ხაზი:  ანრი აბულაძე (ქუთაისი), გიორგი ბჟალავა, დავით ფანცულაია (ფოთი), გიორგი ხომერიკი, გიორგი აფრიდონიძე, გიორგი ნადირაძე (სამტრედია), გოჩა თურმანიძე, გიორგი კახიძე (ბათუმი), გიორგი დუმბაძე, თორნიკე ქამადაძე (აჭარა), აკაკი პატაშური, თორნიკე მდივანი, დავით ჭანტურია, გიორგი მეგრელიშვილი, გიორგი კობახიძე (პეგასი), თორნიკე ნაწილაშვილი, გიორგი ბაქრაძე (ყვარელი), გიორგი ხუბულური, მიხეილ ბერუაშვილი (გორი), გიორგი ბეგიაშვილი (ქარიშხალა), საბა მანჯავიძე, ზურაბ ჟორჟოლაძე (რუსთავი), ალექსანდრე მირიანაშვილი, გიორგი ვაყელიშვილი (თელავი), საბა იობაშვილი (ლაგოდეხი), საბა კახაია, ზურაბ მუკბანიანი (წყალტუბო)

გარემარბები: დავით გაბაიძე, დავით მარკოიძე, დავით ფარტენაძე (აჭარა), მალხაზ ადამია, ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია), დავით კაკულია (ბათუმი), ნოდარ კოხრეიძე, გიორგი შუბითიძე, არჩილ ტაბატაძე (პეგასი), აკაკი ძამაშვილი, გიორგი ქოქიაშვილი (ყვარელი), ლადო ბეთლემიშვილი (გორი), ზურაბ მაისურაძე (თელავი)

ხაზის მოთამაშეები: დავით ჟვანია (პეგასი) გიორგი მუკბანიანი (ქარიშხალა), ალექსანდრე ცხადაია (ბათუმი), გივი ზაქარაძე (აჭარა)

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე, ამირან კომახიძე

Leave a Reply