გერმანია და საფრანგეთი ნახევარფინალში არიან

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია: გერმანია და საფრანგეთი. მათი მეტოქეები გამოვლინდება 23 იანვარს, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს. პრეტენდენტები არიან: დანია, ნორვეგია და შვედეთი. გუშინ გერმანიამ უმძიმეს თამაშში 22-21 დაამარცხა ხორვატია, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 

 

პირველ ჯგუფში გერმანია და საფრანგეთი 7-7 ქულით მდევრებისგან მიუწვდომლები არიან. გერმანია-ხორვატიის მატჩის ნებისმიერი სხვა შედეგი, ფრე ან ხორვატიის მოგება სიტუაციას უკიდურესად დაძაბავდა – ბოლო დღეს ბრძოლაში დარჩებოდნენ ხორვატია და ესპანეთიც, რომელმაც იოლად მოუგო ბრაზილიას, 23-24.

გერმანია-ხორვატია: https://www.youtube.com/watch?v=92wW_xPvd_c

გერმანია 46-ე წუთზე, ფაბიან ვიდეს გოლის შემდეგ დამაჯერებლად იგებდა, 18-15, მაგრამ მომდევნო ბურთი მხოლოდ 10 წუთის შემდეგ გაიტანა, იქამდე კი შტრკელკმა, შიპიჩმა და ვრანკოვიჩმა ხორვატია დააწინაურეს 19-18. ვიდემ გაათანაბრა, მაგრამ როდესაც  შიპიჩმა კიდევ ერთხელ გაიტანა,  ხორვატია წინ იყო და რჩებოდა 4 წუთი. ფეტმა ბოლოჯერ აღადგინა საყაიმო ანგარიში (20-20), შემდეგ კი მეკარე ვოლფმა გარღვევაში გაუშვა პეკელერი: 21-20 და რჩება ორ წუთზე ნაკლები. კულმინაცია ასეთი იყო – ხორვატებმა მარცხენა ფრთაზე ჩაუთამაშეს ბურთი კარაჩიჩს, ის და ვიდე ერთმანეთს შეეჯახნენ, მსაჯებმა კი ჩათვალეს, რომ გერმანელმა პოზიციის დაკავება მოასწრო და ხორვატისთვის ხელი არ შეუშლია. შემდეგ შეტევაში გენსჰაიმერმა კუთხიდან შეაგდო (22-20) და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა, ზლატკო ჰორვატის ბოლო გოლის მიუხედავად. ხორვატია ზედიზედ 5 მოგების შემდეგ ორჯერ დამარცხდა და მაქსიმუმ მეხუთე ადგილის დაკავების შანსი დარჩა.

ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო დანიამ (ეგვიპტესთან, 26-20) და მეორე ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო დღეს ელოდება. თუ დანია შვედეთთან წააგებს ბოლო ტურში, მაშინ შეიძლება ამ ორმა გუნდმა და ნორვეგიამ 8-8 ქულა დააგროვონ და ყველაფერი  ურთიერთშეხვედრებმა გადაწყვიტოს. დანიას დამარცხებული ჰყავს ნორვეგია (30-26), ხოლო ნორვეგიამ გუშინ 30-27 მოუგო შვედებს.

ნორვეგია-შვედეთი: https://www.youtube.com/watch?v=_KoWt6V-Fig

ნორვეგიას აუცილებლად სჭირდებოდა მოგება და 36-ე წუთზე შვიდი ბურთით ლიდერობდა, 22-15. შვედებს ტრავმირებული ძირითადი გამთამაშებელი გოტფრიდსონი და უჭირდათ, მაგრამ ნახევარფინალის შანსის დასატოვებლად სხვაობა აუცილებლად უნდა შეემცირებინათ.  ვეტერანმა კიმ ანდერსონმა 58-ე წუთზე 27-29 გახადა, მაგრამ მაგნუს იონდალმა მაინც გაიტანა თავისი მე-11 გოლი ამ მატჩში. ნორვეგიამ 30-27 მოიგო, ბოლო ტურში უნგრეთს ხვდება და შვედებზე ბევრად მეტი შანსი აქვს ნახევარფინალში გასასვლელად. 

23 იანვარს მეორე ჯგუფური რაუნდის ბოლო დღეა. თამაშების დასაწყისი 18:30, 21:00, 23:30. ხუთი წუთით ადრე დაიწყება პირდაპირი რეპორტაჟები სილკ სპორტის არხებზე. 25 იანვარს ჰამბურგში გაიმართება 2 ნახევარფინალი და მატჩები მე-5 და მე-7 ადგილებისთვის. ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის 27 იანვარსაა ჰერნინგში.

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

მეორე ჯგუფური ეტაპი, 21 იანვარი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)

1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)

გერმანია——-4—3—1—0—105-86–7

საფრანგეთი—4—3—1—0—113-99–7

ესპანეთი——-4—2—0—2–117-105–4

ხორვატია——4—2—0—2—101-97–4

ბრაზილია—–4—1—0—3—96-120–2

ისლანდია—–4—0—0—4—93-118–0

ესპანეთი – ბრაზილია 36-24

არინო, სოლე 6, კანელასი 5 – ლანგარო, ნანტესი 4

ხორვატია – გერმანია 21-22

კარაჩიჩი, შტრლეკი 4 – ვიდე 6, გენსჰაიმერი 4

23 იან. 18:30 ბრაზილია – ისლანდია 21:00 საფრანგეთი – ხორვატია, 23:30 გერმანია – ესპანეთი

1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23

19 იანვარი. საფრანგეთი – ესპანეთი 33-30, გერმანია – ისლანდია 24-19

20 იანვარი.  ბრაზილია – ხორვატია 29-26, ისლანდია – საფრანგეთი 22-31

2 ჯგუფი. ჰერნინგიიუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

დანია———–4—4—0—0—117-90—8

შვედეთი——-4—3—0—1—122-107–6

ნორვეგია——-4—3—0—1—122-109–6

უნგრეთი——-4—1—1—2—108-109–3

ეგვიპტე———4—0—1—3—102-115–1

ტუნისი———4—0—0—4—-90-131—0

შვედეთი – ნორვეგია 27-30

ა. ნილსონი, ვანე 5 – იონდალი 11, საგოსენი 7

ეგვიპტე – დანია 20-26

ზეინელაბედინი 6 – ზახარიასენი, ჰანსენი 5

23 იან. 18:30 ტუნისი – ეგვიპტე, 21:00 ნორვეგია – უნგრეთი, 23:30 დანია – შვედეთი

1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 26-30, შვდ-უნგ 33-30

19 იანვარი. ტუნისი – შვედეთი 23-35, დანია – უნგრეთი 25-22

20 იანვარი. უნგრეთი – ტუნისი 26-21, ნორვეგია – ეგვიპტე 32-28

ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)

ფინალი: 27 იანვარი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

Leave a Reply