ჩემპიონთა ლიგა შეივსო, ბათუმი ნოემბერში ითამაშებს

იწყება მთავარი საკლუბო შეჯიბრება ხელბურთში – ჩემპიონთა ლიგა. 14 სექტემბერს  კაცები ჯგუფურ ეტაპს შეუდგებიან, ოქტომბერში კი სეზონს ქალებიც დაიწყებენ. დეკემბერში გერმანიაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატია, ხოლო 2018 წლის იანვარში – კაცების ევროპირველობა ხორვატიაში. 

წინა კვირებში ჯგუფური ეტაპის სამი ვაკანტური საგზური გათამაშდა. კაცებში ერთადერთი საკვალიფიკაციო ტურნირი, სლოვაკეთში, მოიგო ლისაბონის სპორტინგმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ავსტრიის ალფა ჰარდი (35-34), მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვი და ფინეთის კოქსი.

ქალებში ორივე შესარჩევი ტურნირი მასპინძელმა გუნდმა მოიგო: ნორვეგიის კრისტიანსანდში ადგილობრივმა კლუბმა აჯობა ხორვატიის პოდრავკას (ფინალში 42-14), ბელარუსის გომელსა და თურქეთის ბელედიეს, ხოლო გერმანიის ნორდჰაუზენში ტიურინგერმა ფინალში 33-24 დაამარცხა შვედეთის ჰოორსი, მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ ავსტრიის ჰიპი ნიდეროსტერრაიხი და ესპანეთის ატლეტიკო გარდესი.

ლიგის მოქმედი ჩემპიონები არიან კაცებში მაკედონიის ვარდარი და ქალთა შორის – უნგრეთის დიორი. 2017-18 წლების სეზონი შარშანდელი ფორმატით ჩაივლის. ქალთა ფინალურ ოთხეულს ბუდაპეშტი უმასპინძებს, კაცებისას – კიოლნი.  2017-18 სეზონის ევროტურნირებზე საქართველოდან ბათუმის შავი ზღვის ბიჭები გამოდის. მათი მეტოქე ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალში იქნება ბოსნიური ზრინსკი მოსტარი. თამაშები ნოემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი. 14 სექტემბერი – 4 მარტი

A ჯგუფი: ბარსელონა (ესპ), ვარდარ სკოპიე (მკდ), რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ), ზაგრები (ხორ), ვისლა პლოცკი (პოლ), სეგედი (უნგ), კრისტიანსტადი (შვდ), ნანტი (საფ)

B ჯგუფი: ვესპრემი (უნგ), კელცე (პოლ), პარი სენ-ჟერმენი (საფ), ოლბორგი (დან), მეშკოვ ბრესტი (ბლრ), ცელიე (სლნ), ფლენზბურგი (გერ), კილი (გერ)

გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ლეონი (ესპ), სკიერნი (დან), ველენიე (სლნ), შაფჰაუზენი (შვც), დინამო ბუკურეშტი (რუმ), ელვერუმი (ნორ)

D ჯგუფი: მეტალურგ სკოპიე (მკდ), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), მონპელიე (საფ), ბეშიქთაში (თურ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), სპორტინგი (პორ)

1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2

ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი. 6 ოქტომბერი  – 19 ნოემბერი

A ჯგუფი: CSM ბუკურეშტი (რუმ), ნიუკობინგი (დან), კრიმ მერკატორი (სლნ), გდინია (პოლ)

B ჯგუფი: დიორი ეტო (უნგ), როსტოვ-დონი (რუს), მიდტიულანდი (დან), ბრესტ-ბრეტონი (საფ)

C ჯგუფი: ვარდარი (მკდ), ლარვიკი (ნორ), ფერენცვაროში (უნგ), ტიურინგერი (გერ)

D ჯგუფი: ბუდუჩნოსტი (მნტ), მეცი (საფ), ბიტინგჰაიმი (გერ), კრისტიანსანდი (ნორ)

1-3 ადგილები ერთმანეთში დაგროვილი ქულებით გადიან მეორე ჯგუფურ ეტაპზეა

Leave a Reply