ფრე გერმანიის და ესპანეთის ჩემპიონთა მატჩში  

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონებმა, რაინ-ნეკარმა და ბარსელონამ ფრედ, 31-31 ითამაშეს, გერმანიის კილი შინ 22-25 დამარცხდა მთავარ ფავორიტ პარი-სენ ჟერმენთან, ხოლო შარშანდელმა ჩემპიონმა, მაკედონიის ვარდარმა პოლონეთში მოუგო ვისლას – 26-22.

ვიდეომიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-09-17-rewind-episode-01

ბარსელონამ 18-12 მოიგო პირველი ტაიმი მანჰაიმში, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. პარი-სენ ჟერმენს ახალი მთავარი მწვრთნელი, შვედი შტეფან ოლსონი ჰყავს. გუნდმა დაიმატა ნორვეგიის ნაკრების 21 წლის გამთამაშებელი სანდერ საგოსენი, რომელიც ყველაზე შედეგიანი იყო კილთან 6 გოლით, ნიკოლა კარაბატიჩი ი ძირითადად დაცვაში თამაშობდა. პარიზელთა მოგებაში არანაკლები წვლილი შეიტანა ესპანელმა მეკარემ როდრიგო კორალესმაც – 25-22. სკოპიეს ვარდარმა პოლონეთის კელცეში გაუშვა ლიდერი, ალექს დუიშებაევი, მის მაგივრად კი მარჯვენა ინსაიდად ბელარუსის მეშკოვ-ბრესტიდან დაიმატა ლატვიელი დაინის კრიშტოპანსი. შარშანდელი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირმა 4 გოლი გაუტანა პლოციკს ვისლას და ჩემპიონმა მოგებით დაიწყო – 26-22.

მეორე ტური 20 სექტემბერს იწყება.  A და B ჯგუფების გუნდებს მარტის დასაწყისამდე 16 ტური აქვთ სათამაშო, C და D ჯგუფები კი პირველ ეტაპს 2017 წელსვე მორჩებიან. შეჯიბრების ფორმატი შარშანდელივით არასიმეტრიულია – ორი უძლიერესი ჯგუფიდან პლეიოფში 6-6 გუნდი გადის, დანარჩენი ორი ჯგუფიდან კი ბრძოლას მხოლოდ 2-2 აგრძელებს.  

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი.

პირველი ტური, 14-17 სექტემბერი

A ჯგუფი: ნანტი 2, ვარდარი 2, ბარსელონა 1, რაინ-ნეკარი 1, ზაგრები 1, კრისტიანსტადი 1, სეგედი 0, ვისლა 0

კრისტიანსტადი (შვდ) – ზაგრები (ხორ) 28-28

ლაგერგრენი 8, ფრაიმანი 6  – მანდალინიჩი 8, მარკოვიჩი 7

ვისლა პლოცკი (პოლ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 22-26

დაშეკი 6 – ბოროზანი 5, კრიშტოპანსი 4

ნანტი (საფ) – სეგედი (უნგ) 30-26

კლაინი 6, ბალაგერი, კლერი, გ. ნიოკა 4 – ბალოგი 5

რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 31-31

პეკელერი 7, შმიდი 6, გრიოცკი 5 – მემი 7, ენტრერიოსი, ნგესანი 5

B ჯგუფი: ვესპრემი 2, ფლენზბურგი 2, მეშკოვ ბრესტი 2, პსჟ 2, ოლბორგი 0, კელცე 0, კილი 0, ცელიე 0

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – კელცე (პოლ) 28-25

იგროპულო, ნიკულენკაუ, შკურინსკი 5 – დუიშებაევი 4

ცელიე (სლნ) – ვესპრემი (უნგ) 31-39

მლაკარი 8, მალუსი 6 – ლეკაი 9, უგალდე 6, ილიჩი, მარგუცი 5

ფლენზბურგი (გერ) – ოლბორგი (დან) 30-27

გლანდორფი 8, ლაუგე 7, შტაინაუზერი 6 – იულ-ლასენი 7, ა. იენსენი 6

კილი (გერ) – პარი სენ-ჟერმენი (საფ) 22-25

ვუინი 5, ლ. ნილსონი 4 – საგოსენი 6, გენჰსჰაიმერი, ჰანსენი 5

** გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: სკიერნი 2, შაფჰაუზენი 2, ველენიე 2, ლეონი 0 , ელვერუმი 0, დინამო ბუკურეშტი 0

შაფჰაუზენი (შვც) – ელვერუმი (ნორ) 36-30

სკიერნი (დან) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 39-28

ველენიე (სლნ) – ლეონი (ესპ) 23-22

D ჯგუფი: მოტორი 2, მონპელიე 2, სპორტინგი 2, ბეშიქთაში 0 , მეტალურგი 0, ჩეხოვსკიე მედვედი 0

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 36-23

მონპელიე (საფ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32-22

გიგუ 8, რიჩარდსონი, სუსი 4 – იაგანიაკი 6, კუზმანოვსკი 5

ბეშიქთაში (თურ) – სპორტინგი (პორ) 26-30

**  1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2

მეორე ტური: 20-24 სექტემბერი

Leave a Reply