შემაჯამებელი სასკოლო ფესტივალი დასრულდა
სპორტკომპლექს არენა 2ში ორდღიანი თბილისის სასკოლო შემაჯამებელი ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც ჯამში 21 სასკოლო გუნდი იღებდა მონაწილეობას. 250მდე ბავშვი იყო ჩართული როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა კატეგორიაში.
აღნიშნული ტურნირი ჩატარდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და თბილისის ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ხოლო ამასთან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის მერიას დაფინანსებისთვის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისათვის.
თასებით დაჯილდოვდა ყველა გუნდი და თითოეულ მოთამაშეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რაიონებში გაიმართა და კიდევ იგეგმება ფესტივალების ორგანიზება.
სასკოლო ფესტივალი იყო ბოლო ტურნირი, რომელიც 2022 წელს ჩატარდა. სეზონი მალევე განახლდება და კიდევ მრავალი საინტერესო ჩემპიონატი ჩატარდება.