მასწავლებელთა რესპუბლიკური კონფერენცია

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებელთა რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა.

სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში ,,ინოვაციური სწავლა-სწავლების” პროცესში გამოვლინდნენ წარმატებული პედაგოგები, რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაციები საკუთარ სკოლებში არსებულ ხელბურთის პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით.

კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წევრები.

სასკოლო ხელბურთის პროგრამა სამინისტროს დახმარებით უკვე წელიწადზე მეტია რაც დაიწყო და მრავალი სკოლა მოიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით.

პრეზენტაციების ბოლოს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდნენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და სასკოლო ხელბურთის მიმართულების ხელმძღვანელი ბექა ორჯონიკიძე.

დაჯილდოვებული მასწავლებლები:

ირინე მამალაძე – ბათუმის N7-ე საჯარო სკოლა 7;

ბესიკ ანდღულაძე – ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა;

ნათია დუდუჩავა – ფოთის N3 სკოლა;

მანანა ქართველიშვილი – სამტრედიის N11 სკოლა;

ლაშა გრიგოლია – ზუგდიდის N2-ე სკოლა;

დავით ტეტუნაშვილი – გორის N1 სკოლა;

თემურ ოქრუაშვილი – მცხეთა-თიანეთის სოფელი წილკნის საჯარო აკოლა;

ქეთევან ხუციშვილი – გორის N7-ე სკოლა;

ინგა ჩოდრიშვილი – თბილისის N176-ე საჯარო სკოლა;

დიანა სირანაშვილი – რუსთავის N15-ე სკოლა;

მევლუდ მაისურაძე – თელავის N4-ე სკოლა.

Leave a Reply