სასკოლო ფესტივალი წყალტუბოში

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით, სასკოლო პროგრამის ფარგლებში, იმართება ხელბურთის ფესტივალები, რომლებშიც პროგრამაში ჩართული სკოლები იღებენ მონაწილეობას.

მორიგ ფესტივალს წყალტუბომ უმასპინძლა, რომელშიც დაახლოებით 100მდე ბავშვი იყო ჩართული 6 სკოლიდან:

1️⃣ წყალტუბოს #1 საჯარო სკოლა;

2️⃣ წყალტუბოს #2 საჯარო სკოლა;

3️⃣ წყალტუბოს #3 საჯარო სკოლა;

4️⃣ წყალტუბოს #4 საჯარო სკოლა;

5️⃣ გვიშტიბის საჯარო სკოლა;

6️⃣ კერძო სკოლა “ოცნება”.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გენადი ბალანჩივაძეს და სპორტული კლუბების გაერთიანების დირექტორს ბატონ ირაკლი კუჭავას ტურნირის ორგანიზებისათვის.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების სახით მისი ინტიგრირების ხელშეწყობა.

Leave a Reply