ყველაფერს ბოლო დღე გაარკვევს

ხვალ სპორტკომპლექს არენაში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი ხელბურთში უმცროსი ასაკის გოგონებს შორის. ტიტულის მთავარი პრეტენდენტები არიან ყვარელი და სამტრედია, თეორიული შანსი აქვს თბილისის მამულსაც, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბათუმელებიც იბრძვიან. 

ხვალ 6 მატჩია და ლიდერთა ჯგუფის წარმოადგენლებს 2-2 მძიმე თამაში ელით. ჯერ მოედანზე გამოვლენ BSB ბათუმი და მამული. ამ მატჩის მოგებით მამული ბრინჯაოს მედლებს ინაღდებს და ჩემპიონობის მცირე შანსიც დარჩება, თუმცა, წაგების შემთხვევაში შეიძლება მესამე ადგილი ბათუმელებს დაუთმოს.

შემდეგ თამაშობენ ტყიბული – ყვარელი, მამული – სამტრედია, ბათუმი – ქარიშხალა, პეგასი – ტყიბული და მთვარი შეხვედრა დაიწყება სამის ნახევარზე: ითამაშებენ ლიდერები, სამტრედია და ყვარელი. ბოლო დღის წინ ორივე გუნდს 10 მატჩიდან 10-10 მოგება აქვს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 15 წლამდე. დასკვნითი ტური, 13-16 აპრილი, არენა 2

15 აპრილიგორი – ტყიბული 7-9, ყვარელი – ბათუმი 14-8, წყალტუბო – მამული 0-6, პეგასი – ფოთი 7-11თელავი – აჭარა 5-11ბათუმი – პეგასი 12-10, თელავი – სამტრედია 6-20წყალტუბო – ყვარელი 0-6, გორი – ფოთი 4-13, მამული – აჭარა 13-5, სამტრედია – პეგასი 10-5, ქარიშხალა – ტყიბული 6-7

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ა. ჩხაიძე, თ. ქიტესაშვილი

15 აპრ.         გატ-გაშ  
ყვარელი 10   10   0   0   140-43 20  
სამტრედია 10   10   0   0   112-51 20  
მამული 10   9   0   1   120-55 18  
ბათუმი 10   8   0   2   93-53 16  
ტყიბული 10   7   0   3   83-57 14  
პეგასი 11   7   0   5   127-95 12  
ქარიშხალა 11   6   0   5   91-87 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 16 აპრილი

10:45 მამული – ბათუმი

11:30 ტყიბული – ყვარელი

12:15 მამული – სამტრედია

13:00 ბათუმი – ქარიშხალა

13:45 პეგასი – ტყიბული

14:30 ყვარელი – სამტრედია

Leave a Reply