ქალებმა ფინალური ოთხეული გაარკვიეს

ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგაში დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ფინალურ ოთხეულში გავიდნენ უნგრეთის დიორი, საფრანგეთის მეცი, ნორვეგიის კრისტიანსანდი და რუსეთის როსტოვი. ნახევარფინალები და ფინალი 11-12 მაისს გაიმართება ბუდაპეშტში.

მიმოხილვა, პირველი მატჩები: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-13/1493706

საპასუხო მატჩები: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-14/1493685

ოთხივე წყვილში გამარჯვებულებმა ორ-ორი მატჩი მოიგეს. მეცი და კრისტიანსანდი პირველად მოხვდნენ ფინალურ ოთხეულის ტურნირში, როსტოვი – მეორედ, ხოლო დიორს ლიგის ბოლო 6 გათამაშებიდან 4 აქვს მოგებული და წლეულსაც ფავორიტი იქნება.

მეოთხედფინალში გუნდს ტრავმისა და თითქმის ერთწლიანი შევენების შემდეგ დაუბრუნდა ნორვეგიელი ვარსკვლავი ნორა მორკი, რომელმაც საპასუხო მატჩში 2 გოლი გაუტანა დანიის ოდენსეს. მორკი მომავალი სეზონიდან გადადის CSM ბუქარესტში, რონელიც სეზონის წინ დიორის მთვარ ოპონენტად ითვლებოდა, მაგრამ მეოთხედფინალი უსიტყვოდ წააგო საფრანგეთის ჩემპიონ მეცთან.  

24 აპრილიდან მეოთხედფინალური ეტაპი იწყება კაცების გათმაშებაშიც.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები

მეოთხედფინალი: 5-7, 12-14 აპრილი

CSM  ბუკურეშტი (რუმ) – მეცი (საფ) 26-31, 22-23

ოდენსე (დან) – დიორი (უნგ) 28-29, 21-33

ფერენცვაროში (უნგ) – როსტოვი (რუს) 26-29, 22-33

ბუდუჩნოსტი (მნტ – კრისტიანსანდი (ნორ) 19-24, 18-25

ფინალური ოთხეული:  11-12 მაისი, ბუდაპეშტი

ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი)

ნანტი – ბარსელონა, პსჟ – კელცე, ფლენზბურგი – ვესპრემი, ვარდარი – სეგედი

ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი

Leave a Reply