ფინალში პეგასი და გორი ითამაშებენ
საქართველოს ჩემპიონატის ფინალში 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ხელბურთელთა შორის, ითამაშებენ შარშანდელი ჩემპიონი, თბილისის პეგასი და გორის გუნდი. ბრინჯაოს მედლებს წყალტუბო და ფოთის ოქროს ვერძი გაითამაშებენ.
პეგასმა ნახევარფინალში დაამარცხა წყალტუბო 38-27, ხოლო გორმა – ფოთი, 25-21. თამაშები ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა. აქვე უნდა შედგეს ხვალინდელი ორ მატჩი, ოღონდ დაწყების დრო საღამოს დაზუსტდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 2000-01
9 აპრილი, ახალი სპორტის სასახლე. ნახევარფინალი
გორი-ფოთი 25-21
გორ: გუდურაშვილი 8, ნიაზაშვილი 7, გახოკიძე 4, ტარუაშვილი 4, ლურსმანაშვილი 1, მღებრიშვილი 1
ფოთ: ნოღაიდელი 8, შარტავა 5, ფანცულაია 2, ლორთქიფანიძე 2, ჟვანია 2, დიდია 1, ბჟალავა 1
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა
დელეგატი: თ. თევზაძე
პეგასი-წყალტუბო 38-27
პეგ: კაჭკაჭაშვილი 15, კუხალაშვილი 8, კალანდაძე 8, ლაპიაშვილი 6, თ. კევლიშვილი 2
წყ: ხელაძე 12, ნ. ბაბუნაშვილი 4, გოგიძე 3, მეფარიძე 2, შვანგირაძე 2, რ. ბაბუნაშვილი 1, ბენიძე 1, ციბაძე 1, ჯანგავაძე 1
მსაჯები: გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი
დელეგატი: ლ.გელაშვილი
ფინალი. 10 აპრილი, ახალი სპორტის სასახლე. (დაწყების დრო დაზუსტდება)
(10:00) 3 ადგილისთვის. ფოთი-წყალტუბო
(11:30) მთავარი ფინალი. გორი-პეგასი